პლაცენტის წინმდებარეობა

პლაცენტის წინმდებარეობა placenta previa

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

პლაცენტის წინმდებარეობა ძირითადი მიზეზებია: საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის დისტროფიული ცვლილებები, განვითარებული აბორტებისა და მშობიარობის შემდეგ, საშვილოსნოს სიმსივნეები და განვითარების ანომალიები, სანაყოფო კვერცხის ტროფობლასტის პროტეოლიზური თვისებების დასუსტება და სხვ.

პლაცენტის წინმდებარეობა – სიმპტომები, მიმდინარეობა. პლაცენტარული ქსოვილით საშვილოსნოს შიგნითა პირის დახურვის ხარისხის მიხედვით განასხვავებენ პლაცენტის სრულ და არასრულ წინმდებარეობას. თუკი პირის გახსნისას 4-6 სმ-ით პლაცენტარული ქსოვილი ყველგან აღინიშნება, მაშინ ლაპარაკობენ პლაცენტის სრულ წინმდებარეობაზე; თუკი ასეთივე გახსნისას პლაცენტასთან ერთად აღინიშნება ასევე გარსები, მაშინ წინმდებარეობა ნაწილობრივია. გარდა წინმდებარეობისა, გამოყოფენ პლაცენტის ქვევით მდებარეობას, როდესაც იგი მდებარეობს საშვილოსნოს ქვედა სეგმენტში, არ აღწევს შიგნითა პირის კიდეებს. სრული წინმდებარეობის დროს სისხლდენა სასქესო ორგანოებიდან ჩვეულებრივ აღინიშნება ორსულობის ბოლოს, ხოლო არასრული წინმდებარეობისას – მშობიარობის დასაწყისში. სისხლდენა იწყება უეცრად და თან არ ახლავს ტკივილები. ზოგჯერ სისხლდენა ჩაცხრება და გადადის ხანგრძლივ, პერიოდულად განახლებად სისხლიანი გამონადენში. სისხლდენა იწვევს ანემიას, რომლის ხარისხი შეესაბამება გარეგან სისხლდაკარგვას. პლაცენტის წინმდებარეობის დროს სისხლდენა ხდება საშვილოსნოს სისხლძარღვიდან; ნაყოფი სისხლს არ კარგავს. თუმცა ნაყოფს ემუქრება ასფიქსია, ვინაიდან პლაცენტის აშრევებული ნაწილი არ მონაწილეობს მის აირთა ცვლაში. დიაგნოზი ემყარება ანამნეზისა და ობიექტური გამოკვლევების მონაცემებს. ორსულობის ბოლო თვეებში ნებისმიერი სისხლდენა ეჭვს ბადებს პლაცენტის წინმდებარეობაზე. გარეგნული სამეანო დათვალიერებით ყურადღებას აქცევენ წინამდებარე ნაწილის შედარებით მაღალ დგომას. არაიშვიათად აღინიშნება მენჯით წინმდებარეობა და ნაყოფის გარდიგარდმო მდებარეობა. დიაგნოზს აზუსტებენ საშოსმხრივი გამოკვლევით, რომელიც ყოველთვის უნდა ჩატარდეს ძალიან ფრთხილად, ასეპტიკისა და ანტოსეპტიკის წესების დაცვით. ჩვულებრივ შიგა პირის იქით პალპირდება ღრუბლისებრი ნივთიერება; საშვილოსნოს დახურული ყელის დროს დიაგნოზის დასმა ხდება საშოს თაღების დამახასიათებელი პასტოზურობითა და სისხლძარღვების პულსაციით. გამოკვლევას ამთავრებენ საშვილოსნოს ყელისა და საშოს კელდების დათვალიერებით სარკეების დახმარებით, რათა გამოირიცხოს სისხლდენა ამ ორგანოებიდან. დამატებით იყენებენ ულტრაბგერით გამოკვლევას და სხვ. მკურნალობა. საჭიროა ორსულის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია. ტარდება შ საბამისი მკურნალობა. მოსალოდნელი სისხლდენასთან დაკავშირებით აუცილებელია წოლითი რეჟიმის დაცვა. არ შეიძლება ორსულის გამოწერა სტაციონარიდან, სისხლდენის განმეორების საშიშროებასთან დაკავშირებით. მშობიარობას ატარებენ სამეანო სიტუაციის გათვალისწინებით. მოუმზადებელი სამშობიარო გზების დროს და ძლიერი სისხლდენისას ნაჩვენებია აბდომინური საკეისრო კვეთა. საკეისრო კვეთის აბსოლუტური მაჩვენებელია პლაცენტის სრული წინმდებარეობა, ასევე ნაწილობრივი წინმდებარეობა, რასაც თან ახლავს ძლიერი სისხლდენა. პლაცენტის არასრული წინმდებარების დროსა და ზომიერი სისხლდენისას ხსნიან სანაყოფო ბუშტს. არასაკმარისი სამშობიარო მოქმედებისას იყენებენ სპეციალურ მაშებს. ნაყოფის ექსტრაქცია საშვილოსნოს ყელის არასრული გახსნისას აბსოლუტურად უკუნაჩვენებია (საშვილოსნოს გახევა!). მომყოლის დაბადების შემდეგ აუცილებელია საშვილოსნოსყელის დათვალიერება სარკეების მეშვეობით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

მეანობა