ლალი დათეშიძე
ამბლიოპია – მხედველობის ანალიზატორის ფუნქციური დარღვევებით გამოწვეული მხედველობის დაქვეითება.
არჩევენ ამბლიოპიის შემდეგ ხარისხებს: დაბალი ხარისხის (სიმახვილე 0,8 – 0,4), საშუალო ხარისხის (0,3 – 0,2), მაღალი ხარისხის (0,1 – 0,05); ძალიან მაღალი ხარისხის (0,04 და ქვემოთ).
ეტიოლოგიის ნიშნის მიხედვით არჩევენ ამბლიოპიის რამოდენიმე სახეს: დისბინოკულური, ობსკურაციული, ანიზომეტროპიული, რეფრაქციული, ისტერიული.
ამბლიოპია დისბინოკულარული – მხედველობის დაქვეითება ხილული ანატომიური ან რეფრაქციული საფუძვლის გარეშე.
დისბინოკულური ამბლიოპია, როგორც წესი, ერთმხრივია და ვითარდება ბინოკულური მხედველობის დარღვევების შედეგად, ძირითადად მონოლატერალური სიელმის დროს.
პათოგენეზი. ცენტრალური მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, მხედველობის ფიქსაციის ხშირი დარღვევა. სათვალეები მხედველობას არ აუმჯობესებენ. აღნიშნული დარღვევები თანდათანობით იძენენ სულ უფრო მყარ, რიგ შემთხვევებში შეუქცევად ხასიათს. ობიექტურად რაიმე ცვლილებები გარდამტეხი გარემოს და თვალის ფსკერის არ აღინიშნება.
დიაგნოზი ეფუძნება მხედველობის სიმახვილის სხვა მიზეზების გამორიცხვას.
მკურნალობა. მუდმივად და ხანგრძლივად (არანაკლებ 4 თვისა) წამყვანი თვალის გამოთიშვა. თვალის ვარჯიშები.
პროგნოზი. ცენტრალური ფიქსაციის დროს დროული მკურნალობა, როგორც წესი, იწვევს მხედველობის სიმახვილის მომატებას. არაცენტრალური ფიქსაციის დროს ეს ყოველთვის ვერ ხერხდება.
ობსკურაციული ამბლიოპია
ეტიოლოგია. ბროლის რქოვანას თანდაყოლილი ან ადრე შეძენილი შემღვრევა.
პათოგენეზი. გარკვეულ როლს ასრულებს თვალის ფუნქციური უმოქმედობა და რომელიც დაკავშირებულია მხედველობის ანალიზატორის განვითარების შეფერხებასთან. დამახასიათებელია მხედველობის დაბალი სიმახვილე, მიუხედავად შემღვრევის მოხსნისა და თვალის ფსკერის გამოხატული ანატომიური ცვლილებების არარსებობისა.
მკურნალობა, პროფილაქტიკა. კერატოპლასტიკის ოპერაცია ან კატარაქტის ექსტრაქცია ადრეულ ასაკში. მხედველობის გასაუმჯობესებლად – ბადურის გაღიზიანება სინათლით, ვარჯიშები ამბლიოპიური თვალის გასავარჯიშებლად.
პროგნოზი. მხედველობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან მისი დაქვეითება განპირობებულია არა მხოლოდ ფუნქციური, არამედ ანატომიური მიზეზებითაც.
ისტერიული ამბლიოპია
ეტიოლოგია. თავის ტვინის ქერქში მხედველობითი აღქმის დარღვევა.
სიმპტომები, მიმდინარეობა. მხედველობის სიმახვილის უეცარი დაქვეითება, როგორც წესი, ორმხრივი; შესაძლებელია ახლდეს მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროება, სკოტომის, ჰემიანოფსიის წარმოქმნა. მხედველობა დაქვეითებული რჩება რამოდენიმე საათიდან რამოდენიმე თვემდე. ადვილი არ არის სიმულაციისაგან გარჩევა.
მკურნალობა. ფსიქოთერაპია, სედატიური საშუალებები.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1464 times by 876 viewers



