სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

პედიატრიული დაავადებები

ბრონქული ასთმა (bronchial [spasmodic] asthma) – ალერგიული დაავადება; ხასიათდება ბრონქების გამავლობის დარღვევის შედეგად  გამოწვეული ხუთვისა და ქოშინის შეტევებით. ბავშვების ორი მესამედი ასთმით ავადდება ადრეულ და სკოლამდელ ასაკში, უპირატესად ბიჭუნები.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. დიდ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა ალერგიული დაავადებებისადმი, ექსუდაციურ-კატარული დიათეზი. ალერგენები შესაძლებელია იყოს საკვები პროდუქტები (განსაკუთრებით ჩვილ ბავშვებში), წამლები, მტვრის ნაწილაკები და სხვ. ალერგენთან განმეორებითი კონტაქტი ახდენს ორგანიზმის სენსიბილიზაციას და ასტიმულირებს ანტისხეულების გამომუშავებას, უწინარეს ყოვლისა რეაგინების, რომლებიც მიეკუთვნება IgE კლასს. წარმოიქმნება დაუყონებელი და დაყოვნებული ტიპის ალერგიული რეაქციები, გამოთავისუფლდება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ ბრონქოსპაზმს, ბრონქების ლორწოვანი გარსების შეშუპებას, ლორწოს გაძლიერებულ სეკრეციას. გარკვეულ როლს ასრულებს ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევები, თირკმელზედა ჯირკვლის დისფუნქცია.
კლინიკური სურათი. ბავშვებში ასთმის შეტევა გამოირჩევა პროდრომული პერიოდის არსებობით: აღინიშნება სასუნთქი ორგანოების (ცხვირიდან უხვი თხიერი გამონადენი, ცემინება და ქავილი ცხვირში, ფარინგიტი, ნუშურების

astma2

შეშუპება, ერთეული მშრალი ხიხინები და სხვ.), ნერვული სისტემის (აგზნებადობა, გაღიზიანებადობა, მოუსვენარი ძილი, მოძრაობითი მოუსვენრობა და სხვ.), კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და კანის (პოლიმორფული გამონაყარი, თხიერი განავალი ან შეკრულობა) მხრივ ესა თუ ის გადახრები. ბრონქული ასთმის შეტევა, განსაკუთრებით კი პატარა ბავშვებში, წარმოიქმნება რესპირატორული დაავადების ფონზე და იშვიათად პროვოცირდება სტრესული სიტუაციებით. ადრეული ასაკის ბავშვებში ასთმის შეტევა წარმოიქმნება შედარებით ნელა, ბრონქების ლორწოვანის ჰიპერემიითა და შეშუპებით. შეტევას თან ახლავს ექსპირატორული ქოშინი, ხმაურიანი, მსტვინავი სუნთქვა: მისი ხანგრძლივობა მერყეობს რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე და დღემდე; შეტევის სიმძიმე განისაზღვრება ბრონქების ობსტრუქციის ხარისხით. კლინიკურად და რენტგენოლოგიურად ვლინდება ემფიზემა, შესაძლებელია ატელექტაზები. თუკი შეტევა გრძელდება 6 საათამდე და მეტხანს და არ იხსნება სიმპათომიმეტური პრეპარატების მოქმედებით, ასეთ მდგომარეობას უწოდებენ status asthmaticus. შეტევის ბოლოს თანდათანობით უმჯობესდება მდგომარეობა, ავადმყოფი ამოახველებს გამჭირვალე, ქაფიან, შემდეგ კი სქელ ნახველს; სუნთქვა იოლდება, ქრება ციანოზი. სისხლში აღინიშნება ეოზინოფილია, ნახველში – მიკროსკოპულად ვლინდება ეოზინოფილები, მაკროფაგები, იშვიათად შარკო-ლეიდენის კრისტალები და კურშმანის სპირალები. გართულებები შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ასფიქსიური მდგომარეობით, გულის უკმარისობით, ატელექტაზებით, სპონტანური პნევმოთორაქსით (იშვიათად), მედიასტინური და კანქვეშა ემფიზემით. მრავალწლიანი მიმდინარეობის დროს შესაძლებელია განვიტარდეს გულმკერდის დეფორმაცია, პნევმოსკლეროზი, ფილტვების ემფიზემა, ქრონიკული ფილტვისმიერი გული, ბრონქოექტაზები.
დიაგნოზის დადგენა ხდება ანამნეზისა და დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომების საფუძველზე, სისხლში IgE და ეოზინოფილების მაღალი შემცველობის, ნახველში – კურშმანის სპირალებისა და შარკო-ლეიდენის კრისტალების გამოვლინებით. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება უცხო სხეულის ასპირაციასთან, ყივანახველასთან, კრუპთან, შუასაყარის სიმსივნესთან. ამ დაავადებებისათვის დამახასიათებელი არ არის ექსპირატორული ქოშინი; ყივანახველის დროს მნიშვნელობა ენიჭება ხველის ხასიათსა და ეპიდემიოლოგიურ ანამნეზს.
მკურნალობა. ავადმყოფის იზოლაცია ალერგენის წყაროსაგან, სუფთა, მაგრამ, არაცივი ჰაერი. შეტევის დროს ფეხის ან ხელების ცხელი აბაზანა. ტარდება შესაბამისი მკურნალობა; პროგნოზი ადეკვატური მკურნალობის დროს და თანმხლები დაავადებების არარსებობისას კეთილსაიმედოა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1865 times by 861 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka