მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

ლალი დათეშიძე

კანისა და ვენერიული დაავადებები

2419ლაიელის სინდრომი (Lyell’s syndrome) - ინფექციური ან მედიკამენტოზური ბუნების ტოქსიკურ-ალერგიული დერმატოზი; ხასიათდება კანისა და ლორწოვანი გარსების ზედაპირული შრეების სწრაფი ნეკროზითა და საერთო მძიმე ინტოქსიკაციური მოვლენებით.
სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება იწყება მაღალი ტემპერატურით, მკვეთრი სისუსტით, ზოგჯერ ყელის ტკივილით. ამ ფონზე კანსა და ლორწოვან გარსებზე წარმოიქმნება დიდი ბუშტუკები, რომელთა გახსნის შემდეგ დაზიანება ემსგავსება დამწვრობას. გამონაყრის გაჩენის შემდეგ ავადმყოფის მდგომარეობა მკვეთრად უარესდება. პროცესმა შესაძლებელია მიიღოს გენერალიზებული ხასიათი; თან ახლავს შინაგანი ორგანოების დისტროფიული ცვლილებები (ღვიძლი, თირკმელები, ნაწლავები, გული და სხვ.), ნერვული სისტემის ტოქსიკური დაზიანება.
დიაგნოზის დადგენა ხდება მსხვილი ბუშტუკებისა და ნიკოლსკის სიმპტომის არსებობისას და სხვ.
პროგნოზი სერიოზულია; ადრეული დიაგნოსტიკა და კორტიკოსტეროიდებით ადრეული თერაპია აუმჯობესებს პროგოზს.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 4207 times by 2407 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka

baneri