სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

კანისა და ვენერიული დაავადებები

016_2მიკროსპორია - კანისა და თმის სოკოვანი დაავადება. ავადდებიან უპირატესად ბავშვები. განასხვავებენ ანთროპონოზულ და ზოოანთროპონოზულ მიკროსპორიას.
ანთროპონოზული მიკროსპორია საკმაოდ იშვიათია. გამომწვევია ანთროპოფილური მიკროსპორუმები (Microsporon fen – ugineum), რომლებიც აზიანებენ ეპიდერმისის რქოვან შრესა და თმას და ხასიათდებიან მაღალი კონტაგიოზურობით. ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანი. გადაცემის გზები – პირდაპირი და საგნებით (სავარცხელი, ტანსაცმელი, სათამაშოები და სხვა საგნები).
ზოოანთროპონოზული მიკროსპორია საკმაოდ ხშირი მიკოზია; გამომწვევია ზოოფილური მიკროსპორუმები, რომლებიც აზიანებენ რქოვან შრესა და თმებს; კონტაგიოზურობით ადგილს უთმობენ ანტროპოფილურებს. წყაროა კატები, იშვიათად ძაღლები. გადაცემის გზაა პირდაპირი და საგნებით. შედარებით იშვიათად ხდება დაავადებული ადამიანიდან გადაცემა.
კლინიკური სურათი. ანთროპონოზული და ზოოანთროპონოზული მიკროსპორიის გამოვლინებები ტიპიური და მსგავსია ზედაპირული ტრიქოფიტიისა; მისგან განსხვავებით მიკროსპორიას ახასიათებს შედარებით მკაფიო საზღვრები, მრგვალი კონტურები, თავის თმიანის ნაწილის დაზიანებული კერების დიდი ზომები; გლუვ კანზე – მრავლობითი კერები, არაიშვიათად კეფისა და კისრის ლიმფური კვანძების გადიდება. შესაძლებელია ინფილტრაციულ – ჩირქოვანი ტრიქოფიტიის მსგავსი ცვლილებები.
განასხვავებენ გლუვი კანისა და თავის თმიანი ნაწილის მიკროსპორიას.
გლუვი კანის მიკროსპორიის დროს ჩნდება მოვარდიფრო, ზედაპირიდან 016_1ოდნავ აწეული ლაქები, სწორი მრგვალი ფორმის უმნიშვნელო აქერცვლით ცენტრში, რომელიც ვრცელდება პერიფერიისკენ, ხოლო ცენტრში განმეორებით ვითარდება ახალი კერა (რგოლი რგოლში). ზოგჯერ შესაძლებელია მოხდეს კერების ერთმანეთთან შერწყმა, ქმნიან რა კუწუბისებურ წარმონაქმნებს. იშვიათად ვითარდება ღია ვარდისფერი ლაქები მცირე ქატოსებრი აქერცვლით. არც თუ იშვიათად ზიანდება ღინღლისებრი თმები.
თავის თმიანი ნაწილის მიკროსპორია გამოიხატება სწორი, მრგვალი ფორმის, პატარა ზომის კერების გაჩენით მკვეთრად გამოხატული საზღვრებით. კანის საფარველი მოვარდისფრო ფერისაა, დაფარულია პატარა,016_3 ფქვილის მსგავსი ქერცლებით. თმები დაზიანების კერაში მომტვრეულია 4 – 8 სმ – ის სიმაღლეზე და ძალიან წააგავს მოკლედ შეჭრილ ვარცხნილობას.
მიკროსპორიის დიაგნოზი ყოველთვის საჭიროებს ლაბორატორიულ დადასტურებას.
მკურნალობა ტარდება სტრაციონარში. პროგნოზი კეთილსაიმედოა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 4228 times by 1736 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka