კონტაგიოზური მოლუსკი

კონტაგიოზური მოლუსკი

კონტაგიოზური მოლუსკი – კანის ქრონიკული, ვირუსული ინფექცია; გვხვდება ძირითადად ბავშვებში. გამომწვევია ვირუსი, რომელიც პათოგენურია მხოლოდ ადამიანისათვის. დასნებოვნება ხდება ავადმყოფთან უშუალო კონტაქტის დროს ან მოხმარების საგნებით. ინკუბაციური პერიოდი – რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდეა.

კონტაგიოზური მოლუსკი – სიმპტომები.  კანზე ჩნდება ერთეული ან მრავლობითი მკვირივი ცვილისებრი უმტკივნეული კვანძები, სიდიდით ქინძისთავის თავის ზომიდან მუხუდოს ზომამდე; აქვს ნახევარსფეროს ფორმა, ცეტრში ჭიპისებრი ჩაღრმავებით, განლაგებულია სახეზე, კისერზე და ტანზე – ბავშვებში, ხოლო მოზრდილებში – სასქესო ორგანოებსა და მეზობელ მიდამოებში. კვანძებზე ზეწოლისას ცენტრალური ჩაღრმავებიდან გამოდინება თეთრი მასა. გამონაყარი ჩვეულებრივ მყარია, თუმცა შესაძლებელია გაქრეს სპონტანურად.

კანისა და ვენერიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კონტაგიოზური მოლუსკი – კანის ქრონიკული, ვირუსული ინფექცია, რომელიც უპირატესად აღინიშნება ბავშვებში. გამომწვევია ვირუსი, რომელიც პათოგენურია მხოლოდ ადამიანისათვის. დასნებოვნება ხდება ავადმყოფთან უშუალო კონტაქტის დროს ან მოხმარების საგნებით. ინკუბაციური პერიოდი  –  რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდეა. სიმპტომები. ერთეული ან მრავლობითი მკვირივი ცვილისებრი უმტკივნეული კვანძები, სიდიდით ქინძისთავის თავის ზომიდან მუხუდოს ზომამდე; აქვს ნახევარსფეროს ფორმა, ცეტრში ჭიპისებრი ჩაღრმავებით, განლაგებულია სახეზე, კისერზე და ტანზე  –  ბავშვებში, ხოლო მოზრდილებში  –  სასქესო ორგანოებზე და მეზობელ მიდამოებში. კვანძებზე ზეწოლისას ცენტრალური ჩაღრმავებიდან გამოედინება თეთრი მასა. გამონაყარი ჩვეულებრივ მყარია, მაგრამ შესაძლებელია გაქრეს სპონტანურად. – ვირუსული დაავადება, რომელიც გვხვდება ბავშვობისა და ყრმობის ასაკში. დასნებოვნება ხდება ავადმყოფთან უშუალო კონტაქტით ან მოხმარების საგნებით. სახეზე და კანის სხვა უბნებზე აღინიშნება ერთეული, შემდგომში კი მრავლობითი მრგვალი ფორმის კვანძები. მკურნალობა ტარდება ამბულატორიულად დემატოლოგის მიერ.(2)