სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

პედიატრიული დაავადებები

პორტული ჰიპერტენზია (portal hypertension) – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია კარის ვენაში წნევის მომატებით, რაც თავის მხრივ უკავშირდება კარის ვენის სისტემის ანატომიურ ან ფუნქციურ ობსტრუქციას.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. ბლოკირება შეიძლება იყოს ღვიძლშიგა (ღვიძლის ციროზის შედეგად) და ღვიძლგარეთა (ელენთის ვენის თრომბოფლებიტი ბავშვებში, რომლებმაც ახალშობილობის პერიოდში გადაიტანეს ჭიპისმიერი სეფსისი; კარის ვენის თანდაყოლილი პათოლოგია) . ბავშვებში ღვიძლგარეთა ბლოკირება საკმაოდ იშვიათია.
კლინიკური სურათი. მასიური სისხლდენები საყლაპავიდან, კუჭიდან და ნაწლავებიდან, ღვიძლის უკმარისობა, მზარდი ასციტი, ტკივილი მუცელში, ჰეპატოსპლენომეგალია, ღებინება, ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, მადის დაქვეითება, ძილის დარღვევა, სიგამხდრე, სიყვითლე, ვენური ქსელის გაფართოება გულმკერდისა და მუცლის კანზე, ზოგჯერ ,,მედუზის თავის” სახით. დაავადების მიმდინარეობა ხშირად ლატენტურია.
დიაგნოზი. დიაგნოზის დასაზუსტებლად გამოიყენება სპლენოპორტოგრაფია, საყლაპავის კონტრასტული გამოკვლევა, ეზოფაგოსკოპია, ღვიძლში პროცესის აქტიურობის განსაზღვრა, მათ შორის ბიოფსიით. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება მიზეზის დასაზუსტებლად, რომელმაც გამოიწვია ჰიპერტენზია.
მკურნალობა თავდაპირველად კონსერვატულია: დიეტა, ნაღვლმდენი, სპაზმოლიტური საშუალებები, ლიპოტროპული ნივთიერებები, ვიტამინები; დეზინტოქსიკაციური თერაპია – ვენაში ჰემოდეზი და სხვ.  პორტული ჰიპერტენზიის სიმპტომების ზრდის, ჰიპერსპლენიზმის, ასევე განმეორებითი მძიმე კუჭ-ნაწლავური სისხლდენების დროს ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა.
პროგნოზი დამოკიდებულია ჰიპერტენზიის მიზეზზე, ღვიძლის ციროზის დროს ხშირად არაკეთილსაიმედოა. პროფილაქტიკა ითვალისწინებს ინფიცირების თავიდან აცილებას მშობიარობისა და ადრეულ ნეონატალურ პერიოდში, ასევე ღვიძლის დაავადებების დროულ მკურნალობას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1106 times by 538 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka