მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

ლალი დათეშიძე

კანისა და ვენერიული დაავადებები

strophulus1პრურიგო (prurigo) – დაავადება ქავილით მიმდინარე დერმატოზების ჯგუფიდან, რომელიც ხასიათება შეშუპებული კვანძების წარმოქმნითა და ძლიერი ქავილით.
ბავშვთა პრურიგო (სტროფულუსი), აღინიშნება 5 თვიდან 5 წლამდე პერიოდში და ჩვეულებრივ წარმოადგენს ექსუდაციური დიათეზის კანისმიერ სინდრომს. სტროფულუსის განვითარება ხშირად განპირობებულია კვებითი სენსიბილიზაციით (რძე, შოკოლადი, თაფლი, მურაბა, კენკრა, კვერცხის ცილა, ხოცის ბულიონები და სხვ.), იშვიათად მისი მიზეზია წამლისმიერი სენსიბილიზაცია და ჭიით ინვაზია. გამონაყრის პირველადი ელემენტია კაშკაშა წითელი ფერის შეშუპებული კვაძი, რომლის ცენტრში ფორმირდება პატარა ბუშტუკი. გამონაყარი სხვადასხვა რაოდენობისაა, ლოკალიზდება ჩვეულებრივ Picture1კიდურების გამშლელ ზედაპირებზე, დუნდულოებზე, სახეზე, თან ახლავს ძლიერი შეტევითი ქავილი (განსაკუთრებით ღამით), რაც იწვევს ნაკაწრებს, რომელიც ზოგჯერ რთულდება პიოდერმიით. შესაძლებელია ზოგადი მოვლენების განვითარებაც. პროცესს ახასიათებს მორეციდივე მიმდინარეობა.
მკურნალობა. მასენსიბილიზირებელი ფაქტორის მოხსნა, მკაცრი დიეტა, კალციუმის პრეპარატები, ანტიჰისტამინები, ასკორუტინი, კორტიკოსტეროიდული მაზები.
მოზრდილებში პრურიგო ხშირია ქალებში, ძირითადად საშუალო ასაკში. დაავადება შესაძლებელია გამოიწვიოს კვებითმა გამაღიზიანებლებმა, ნერვულ – ფსიქიკურმა გადაძაბვამ და სხვა ზოგადმა დაავადებებმა (შაქრიანი დიაბეტი, ლეიკოზები, სიმსივნეები, ენდოკრინოპათიები და სხვ.). წვრილი ვარდისფერი ექსკორიაციული კვანძები ჩვეულებრივ განლაგებულნი არიან წინამხრის, მუცლის, ზურგის, დუნდულოების ზედაპირზე და იწვევენ ძლიერ ქავილს.dermatfig5 დაავადებას ახასიათებს ქრონიკული მორეციდივე მიმდინარეობა. საჭიროა ავადმყოფის გულდასმითი გამოკვლევა ეტიოლოგიური ფაქტორის დასადგენად.
მკურნალობა. ძირითადი დაავადების თერაპია, დიეტა, კუჭის მოქმედების რეგულირება; სედატიური და ანტიჰისტამინური საშუალებები, კრემები მენთოლითა და ანესთეზინით, კორტიკოსტეროიდული მაზები.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 8832 times by 4621 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka

baneri