სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

ბრონქების უცხო სხეულები – ხშირად ხვდება მარჯვენა ბრონქში. ანამნეზური მონაცემები უცხო სხეულის ასპირაციის შესახებ ხშირად არ არსებობს. წამყვანი სიმპტომია – მტანჯველი ხველის შეტევა, რომელიც შედგომში ხდება ქრონიკული. მაგარი უცხო სხეულები უმრალეს შემთხვევაში რენტგენოკონტრასტულია. ორგანული უცხო სხეულები, როგორც წესი, რენტგენონეგატიულები არიან. რენტგენოლოგური გამოკვლევისას ვლინდება სურათი, რომელიც დამახასიათებელია  ბრონქების სრული, ანუ ვენტილური დაცობის შედეგად განვითარებული ატელექტაზისათვის; მოგვიანებით ვლინდება დუნედ მიმდინარე პნევმონიის ნიშნები.
მკურნალობა. გადაუდებელი ბრონქოსკოპია, უცხო სხეულის დროული ამოღებით. პროგნოზი კეთილსაიმედოა უცხო სხეული დროულად ამოღების დროს.
კუჭის შიგთავსის ასპირაცია (მენდელსონის სინდრომი). მწვავე ტოქსიკური შეშუპება, რომელიც ვითარდება წვრილი ბრონქების ლორწოვან გარსთან მარილმჟავას კონტაქტის შედეგად.
მკურნალობა: ბრონქოსკოპია ბრონქების გამორეცხვითა და მათი შემცველობის ასპირაციით, კორტიკოსტეროიდები (250 მგ პრედნიზოლონი).
დიდი რაოდენობით წყლის ასპირაცია იწვევს ფილტვის მწვავე შეშუპებას. ცილის დაკარგვა ბრონქების სანათურში იწვევს ლორწოვანის სეკრეტისა და ჰიალინური მემბრანების ჭარბ სეკრეციას. გამოხატული ელეტროლიტური დარღვევები ან ჰემოლიზი იშვიათია. მკურნალობა: ფილტვების შეშუპების თერაპია, ბრონქოსკოპული სანაცია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 292 times by 161 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka