სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების (ლარინგიტი, ტრაქეიტი, ტრაქეობრონქიტი, ბრონქიტი, ტონზილიტი, ანგინა, პნევმონია) დროს რეკომენდებული მცენარეული ნაკრებები

1.
ჩვეულებრივი ვირისტერფას ფოთლები
დიდი მრავალძარღვას ფოთლები

შიშველი ძირტკბილას ფესვი

40 გრ.

30 გრ.

30 გრ.

2 ჩაის კოვზ ნარევს დავასხათ 2 ჭიქა ანადუღარი წყალი, დავაყოვნოთ 15 წუთი, გავწუროთ.1/2 ჭიქა მიღებული სითხე დავლიოთ დღეში სამჯერ მწვავე ლარინგიტისა და ტრაქეობრონქიტის დროს.
2.
გაზაფხულის ფურისულას ფესვი

ჩვეულებრივი ანისულის ნაყოფები

დიდი კამის ნაყოფები

ჩვეულებრივი ვირისტერფას ფოთლები

20 გრ.

40 გრ.

40 გრ.

50 გრ.

2 ჩაის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა წყალი, დავაყოვნოთ 15 წუთი, გავწუროთ.თითო ჭიქა მიღებული სითხე მწვავე ბრონქიტის დროს დავლიოთ დღეში სამჯერ.
3.
ჩვეულებრივი ანისულის ნაყოფები

ტყის ბალბის ფოთლები

სამკურნალო სალბის ფოთლები

დიდი მრავალძარღვას ფოთლები

შავი ანწლის ყვავილები

20 გრ.

20 გრ.

20 გრ.

20 გრ.

30 გრ.

1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 2 ჭიქა მდუღარე წყალი. ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.თითო ჭიქა მიღებული გამონაცემი ბრონქიტების დროს დავლიოთ დღეში სამჯერ.
4.
სფეროსებრი ევკალიპტის ფოთოლი

სამკურნალო გულყვითელას ყვავილები

სამკურნალო სალბის ფოთლები

სააფთიაქო გვირილას ყვავილები

მაღალი კულმუხოს ფესვები

შიშველი ძირტკბილას ფესვები

წვრილფოთოლა ცაცხვის ყვავილები

ჭაობის წყლის იელის ბალახი

20 გრ.

15 გრ.

15 გრ.

15 გრ.

10 გრ.

10 გრ.

10 გრ.

10 გრ.

1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.მიღებული გამონაცემი ლარინგიტების, ტრაქეიტების, ანგინის, ტონზილიტების დროს გამოვივლოთ პირის ღრუსა და ყელში.
5.
სამკურნალო ტუხტის ფესვები

სააფთიაქო გვირილას ყვავილები

სამკურნალო ძიძოს ბალახი

ჩვეულებრივი სელის თესლი

ჭაობის კოთხუჯის ფესვები

20 გრ.

20 გრ.

20 გრ.

30 გრ.

10 გრ.

1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა ანადუღარი წყალი, დავაყოვნოთ 15 წუთი, გავწუროთ.მიღებული თბილი სითხე გამოვივლოთ პირის ღრუსა და ყელში ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესების დროს.
6.
ყუნწიანი მუხის ქერქი

წვრილფოთოლა ცაცხვის ყვავილები

70 გრ.

30 გრ.

1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.მიღებული გამონაცემი ანთებითი პროცესების დროს გამოვივლოთ პირის ღრუსა და ყელში.
7.
წვრილფოთოლა ცაცხვის ყვავილები

სააფთიაქო გვირილას ყვავილები

40 გრ.

60 გრ.

1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.მიღებული გამონაცემი ანთებითი პროცესების დროს გამოვივლოთ პირის ღრუსა და ყელში.

მასალა აღებულია ლალი დათეშიძის და არჩილ შენგელიას წიგნიდან: “სამკურნალო მცენარეები. კულტივირება, გამოყენება, მარკეტინგი”. მასალა შემდგომი შესწავლის  დასაგეგმი მონაცემთა ბაზის ნაწილია. მისი გამოყენება სამკურნალო პროცესში,  სათანადო კვლევების ჩატარებამდე დაუშვებელია.

გადასვლა საწყის გვერდზე  >>>

Viewed 979 times by 608 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka