შარდმდენი

შარდმდენი მოქმედების მცენარეული ნაკრებები

1.
ლურჯი ღიღილოს ყვავილები

ხვეული ოხრახუშის ნაყოფები

მეჭეჭიანი არყის კვირტები

მაღალი კულმუხოს ფესვები

ჩვეულებრივი დათვისკენკრას ფოთლები

წყლის სამყურას ფოთლები

10 გრ.

10 გრ.

10 გრ.

10 გრ.

20 გრ.

40 გრ.

1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 30 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.1/2 ჭიქა მიღებული მონახარში დავლიოთ დღეში სამჯერ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
2.
მეჭეჭიანი არყის ფოთლები

მინდვრის შვიტას ბალახი

50 გრ.

50 გრ.

1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.ნახევარ-ნახევარი ჭიქა მიღებული გამონაცემი დავლიოთ დღეში სამ-ოთხჯერ.
3.
ჩვეულებრივი დათვისკენკრას ფოთლები

ლურჯი ღიღილოს ყვავილები

შიშველი ძირტკბილას ფესვები

60 გრ.

20 გრ.

20 გრ.

1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.1-2 ჭიქა მიღებული გამონაცემი დავლიოთ დღეში სამ-ოთხჯერ.
4.
ჩვეულებრივი ღვიის ნაყოფები

მინდვრის შვიტას ბალახი

მეჭეჭიანი არყის კვირტები

40 გრ.

40 გრ.

20 გრ.

1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.2-3 სუფრის კოვზი მიღებული გამონაცემი დავლიოთ დღეში სამ-ოთხჯერ.
5.
წითელი მოცვის ფოთლები

ჩვეულებრივი დათვისკენკრას ფოთლები

თირკმლის ჩაის ფოთლები

20 გრ.

50 გრ.

30 გრ.

1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 30 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.1/3-1/4 ჭიქა მიღებული მონახარში დავლი­ოთ დღეში სამ-ოთხჯერ.
6.
ჩვეულებრივი ღვიის ნაყოფებისამკურნალო ანგელოზას ფესვებილურჯი ღიღილოს ყვავილები 40 გრ.30 გრ.30 გრ. 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.1-2 სუფრის კოვზი მიღებული გამონაცემი დავლიოთ დღეში სამ-ოთხჯერ.
7.
ჩვეულებრივი ღვიის ნაყოფები

დიდი კამის ნაყოფები

შიშველი ძირტკბილას ფესვი

60 გრ.20 გრ.20 გრ. 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 30 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.1/3-1/4 ჭიქა მიღებული მონახარში დავლი­ოთ დღეში სამ-ოთხჯერ (უკუნაჩვენებია ნეფრიტისა და ფეხმძიმობის დროს).
8.
სამკურნალო ბაბუაწვერას ფესვი

მეჭეჭიანი არყის ფოთლები

ჩვეულებრივი ღვიის ფოთლები

30 გრ.30 გრ.30 გრ. 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.თითო სუფრის კოვზი მიღებული გამონაცემი დავლიოთ დღეში სამ-ოთხჯერ.
9.
დარიჩინისაფერი ასკილის ნაყოფები

ჩვეულებრივი ღვიის ნაყოფები

მეჭეჭიანი არყის ფოთლები

საღებავი ენდროს ფესვები

20 გრ.

20 გრ.

20 გრ.

40 გრ.

1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.1/3-1/4 ჭიქა გამონაცემი დავლიოთ დღეში სამჯერ ყლუპობით.გამონაცემი რეკომენდებულია შარდ-კენჭოვანი დაავადებების დროს, როგორც შარდმდენი საშუალება
10
მეჭეჭიანი არყის ფოთლები

დარიჩინისფერი ასკილის ნაყოფები

მინდვრის ფშნის ეკლის ფესვი

50 გრ.

25 გრ.

25 გრ.

1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი,ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.1/3-1/4 ჭიქა მიღებული გამონაცემი დავლიოთ დღეში სამჯერ.გამონაცემი რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვოვანი უკმარისობის, ასციტის დროს, როგორც შარდმდენი საშუალება.

მასალა აღებულია ლალი დათეშიძის და არჩილ შენგელიას წიგნიდან: “სამკურნალო მცენარეები. კულტივირება, გამოყენება, მარკეტინგი”. მასალა შემდგომი შესწავლის  დასაგეგმი მონაცემთა ბაზის ნაწილია. მისი გამოყენება სამკურნალო პროცესში,  სათანადო კვლევების ჩატარებამდე დაუშვებელია.

გადასვლა საწყის გვერდზე  >>>

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..