პანარიციუმი

პანარიციუმი (panaritium) – ხელის, და იშვიათად ფეხის თითების ქსოვილთა მწვავე ჩირქოვანი ანთება. ხელისგულის ზედაპირზე თითის კანი შეერთებულია ხელისგულის აპონევროზთან მკვირივი მყესოვანი ჭიმებით, რომელთა შორის მდებარეობს ცხიმოვანი ქსოვილის გროვა. კანის ანთებითი დაზიანების, ან ტრავმების დროს ანთება სწრაფად ვრცელდება შემაერთელებელქსოვილოვანი ჭიმებით ქსოვილის სიღრმეში: მყესებში, ძვლოვან წარმონაქმნებში, სახსრებში. გარდა ამისა, ექსუდატის დაგროვება დახურულ სივრცეებში იწვევს სისხლმიმოქცევის დარღვევას და ქსოვილთა ნეკროზის სწრაფ განვითარებას. პანარიციუმი ხშირად წარმოიქმნება მცირე ტრავმების დროს. პანარიციუმის გახანგრძლივებულ მიმდინარეობას ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტი, სისხლმიმოქცევის ქრონიკული დარღვევები.

კანის პანარიციუმი ჩირქის დაგროვება კანის ეპიდერმისში შემოფარგლული ბუშტის სახით. კანის უბნის გაკვეთა იწვევს სწრაფ განკურნებას; მისი ჩატარება შესაძლებელია გაუტკივარების გარეშე, ეპიდერმისის პინცეტით აწევისას. ზოგჯერ კანის გაკვეთის შემდეგ ვლინდება ფისტულა; მის ირგვლის ქსოვლებზე დაჭერისას მისგან გამოედინება ჩირქი. ასეთ დროს ლაპარაკობენ კანქვეშა პანარიციუმზე ეპიდერმისში გასვლით; მას მკურნალბენ როგორც კანქვეშა პანარიციუმს.

ქირურგიული დაავადებები 


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.