E – ჰიპერიმუნოგლობულინემიის სინდრომი

E – ჰიპერიმუნოგლობულინემიის სინდრომი – (სინ.: IgE ჰიპერიმუნოგლობულინემიის სინდრომი, ჯობ – სინდრომი) სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ვლინდება სისხლის შრატში IgE – ის მომატებით, ქრონიკული ატოპიური დერმატიტით, კანქვეშა აბსცესებითა და სხვა მორეციდივე ინფექციური პროცესებით. IgE – ჰიპერიმუნოგლობულინემიის სინდრომის დროს ინფექციური პროცესის ყველაზე ხშირი გამომწვევია Staphylococcus aureus და Candida albicans. დაავადების დროს აღინიშნება ცვლილებები იმუნურ სისტემაში. დაავადება იწყება სიცოცხლის პირველივე თვეებიდან; ვითარდება ატოპიური დერმატიტი, რომელიც ხშირად მიმდინარეობს სხვა ატოპიური დაავადებებით – არაინფექციური – ალერგიული ბრონქული ასთმით, კვინკეს შეშუპებით, ალერგიული რინიტით. შემდეგში ერთვის მორეციდივე ინფექციები ჩირქოვანი ოტიტის, რინიტის, სტაფილოკოკური პნევმონიის, კანქვეშა ცივი აბსცესების, კანისა და ლორწოვანი გარსების კანდიდოზის სახით. დამახასიათებელია სხვადასხვა ხარისხის ეოზინოფილია.