ამაკრინული უჯრედები

ამაკრინული უჯრედები – (cellulae amacrinae ბერძნ. a – უარ­ყოფა, macros – გრძელი, დიდი და inos – ბოჭკო) თვალის ბადურას უნიპოლარული ნერვული უჯრედები მოკლე დატოტვილი მორჩით, რომლებიც ახორციელებენ კავშირს ბადურას ნეირონებს შორის მის შიგნით მარცვლოვანი შრის ფარგლებში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი