ამალგამა

ამალგამა – შენადნობი, რომლის ერთ – ერთი კომპონენტია ვერცხლისწყალი. ქიმიური ბუნებით სხვა ლითონთა შენადნობების ანალოგიურია. ვერცხლისწყლისა და სხვა ლითონის თანაფარდობის მიხედვით ამალგამა შეიძლება იყოს (ოთახის ტემპეატურაზე) თხევადი, ნახევრად თხევადი ან მყარი. ვერცხლსწყალი ასველებს ლითონის ზედაპირს და შემდეგ დიფუნდირებს მასში, რის შედეგადაც წარმოიქმნება ამალგამა; ზოგიერთ შემთხვევაში ვერცხლისწყალი შესაბამის ლითონთან წარმოქმნის მყარ ხსნარს, ზოგიერთთან კი – ქიმიურ ნაერთს (მერკურიდებს, მაგალითად, ოქროს მერკურიდს). ზოგიერთი ლითონი ამალგამას არ წარმოქმნის (მაგ., რკინა, კობალტი, ნიკელი, მანგანუმი და სხვ.) ამალგამას იყენებენ ლითონის ნაკეთობების მოოქვრისას, სარკის წარმოებაში, სტომატოლოგიაში. აგრეთვე როგორც აღმდგენელს. [“1”]


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი