Tag Archives: აც

ჰიპოფიზური ჯუჯოვნება (ნანიზმი)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოფიზური ჯუჯოვნება (ნანიზმი) – დაავადება, რომელიც ხასიათდება სიმაღლის მკვეთრი შემცირებით (130 სმ – ზე დაბლა), მოზრდილისთვის დამახასიათებელი სხეულის დამახასიათებელი პროპორციების შენარჩუნებით. აღნიშნული პათოლოგია ვითარდება ჰიპოფიზის წინა წილის მიერ ზრდის ჰორმონის არასაკმარისი გამომუშავების გამო, რაც განპირობებული შეიძლება იყოს ჰიპოფიზის სიმსივნით ან მისი ჰიპოპლაზიით ჰიპოთალამუსის დაზიანების შედეგად. ცხოვრების მეორე

Read More

შიმკეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შიმკეს სინდრომი – მემკვიდრეობითი მრავლობითი ენდოკრინული ხასიათის სიმსივნეთაკომპლექსი: ფარისებური ჯირკვლის მედულარული კარცინომა შეუღლებული ორმხრივ ფეოქრომოციტომასთან, პარათირეოიდული ჯირკვლის ჰიპერპლაზიასა და ადენომასთან. ადგილი აქვს აკტჰ, ერითროპოეტინის, კალციტონინის და სხვ. ჰორმონების ექტოპიურ პროდუქციასაც. სინონიმი: სიპლის სინდრომი. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა