ანკილოსტომისებრნი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ანკილოსტომისებრნი – (Ancylostomatidae), მრგვალი ჭიების ოჯახი. ძუძუმწოვრების (უმთავრესად მტაცებლების), იშვიათად ადამიანის ნაწლავთა პარაზიტები. იკვებებიან მასპინძლის სისხლით. გავრცელებული არიან ყველა მატერიკზე, უმთავრესად ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონაში. საქართველოში რეგისტრირებულია 7 სახეობა. ადამიანში პარაზიტობს ანკილოსტომისებრნთა ორი სახეობა: ანკილოსტომა (8 – 13 მმ სიგრძისა) და ნეკატორი (6 – 12 მმ). მასპინძლის ორგანიზმიდან ჭიის კვერცხები განავალთან ერთად გარემოში (ნიადაგში) ხვდება. გამოჩეკილი ლარვა ადამიანის ან ცხოველის კანის საფარველთან შეხებისას კანში იჭრება, გადადის სისხლში და ფილტვების გზით – პირის ღრუში ხვდება, ხოლო აქედან ნაწლავში გადადის. ადამიანის ორგანიზმში პარაზიტი 4 – 8 წ. ცოცხლობს. ანკილოსტომა იწვევს დაავადება ანკილოსტომიდოზს, ხოლო ნეკატორი – ნეკატოროზს. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი