Tag Archives: ორგანიზმიდან

შეშუპებული ახალშობილის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შეშუპებული ახალშობილის სინდრომი – (syndromum  oedematicum neonatorum)დიდი სასქესო ბაგეების შეშუპება ახალშობილ გოგონებში ან სათესლე პარკისა და სასქესო ორგანოს შეშუპება ახალშობილ ბიჭუნებში, რაც ზოგჯერ გრძელდება ბოქვენის მიდამოზე და ქვედა კიდურებზე; განპირობებულია თირკმელების ფუნქციური უკმარისობითა და ახალშობილის ორგანიზმში ალდოსტერონის დაგროვებით, რომელიც ხვდება დედის ორგანიზმიდან მშობიარობის პერიოდში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

ქსოვილოვანი შეუთავსებლობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქსოვილოვანი შეუთავსებლობა – 1. (იმუნოლოგიური) გენეტიკურად განპირობებული ანტიგენური განსხვავება, რომელიც იწვევს ტრანსპლანტანტის მოცილების რეაქციას. ქსოვილოვანი შეუთავსებლობის გადალახვა დონორის შერჩევით, სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებით და სხვ. საფუძვლად უდევს ორგანოების და ქსოვილების წარმატებულ გადანერგვას. 2.  მოვლენა, რომელიც განპირობებულია თითოეული არსების გენეტიკური თავისებურებით და მდგომარეობს ორგანოს ან ქსოვილის მოცილებაში, რომელიც

Read More