Tag Archives: ბიჭუნებში

შლაიტერის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შლაიტერის დაავადება – დიდი წვივის ძვლის ოსტეოქონდროპათია. შესაძლებელია იყოს ერთმხივი ან ორმხრივი. ვითარდება 10 – 15 წლის ასაკის ბავშვებში, უფრო ხშირად ბიჭუნებში. ვლინდება ტკივილით, შეშუპებით. დიაგნოზი ზუსტდება რენტგენოლოგიურად. მკურნალობა – კონსერვატულია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შეშუპებული ახალშობილის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შეშუპებული ახალშობილის სინდრომი – (syndromum  oedematicum neonatorum)დიდი სასქესო ბაგეების შეშუპება ახალშობილ გოგონებში ან სათესლე პარკისა და სასქესო ორგანოს შეშუპება ახალშობილ ბიჭუნებში, რაც ზოგჯერ გრძელდება ბოქვენის მიდამოზე და ქვედა კიდურებზე; განპირობებულია თირკმელების ფუნქციური უკმარისობითა და ახალშობილის ორგანიზმში ალდოსტერონის დაგროვებით, რომელიც ხვდება დედის ორგანიზმიდან მშობიარობის პერიოდში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More