ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი”, N3, ნოემბერი, 2009 წ.
კოსმეტიკური ნაწარმის მწარმოებელი Bionsen-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალები ყოველდღიურად სახეზე ისვამენ საშუალოდ 515 ქიმიურ ნაერთს, რომელიც შედის ჰიგიენური და ესთეტიკური კოსმეტიკის, პარფიუმერიისა და სხვ. შემადგენლობაში.
მეცნიერების მტკიცებით, საშუალოდ ქალები ყოველდღიურად სარგებლობენ სახისთვის განკუთვნილი 13 კოსმეტიკური პროდუქტით, რომელთა შორის უმრავლესობა შეიცავს 20-ზე მეტ ინგრედიენტს. პარფიუმერული ნაწარმი საშუალოდ შეიცავს 250 ქიმიურ ნივთიერებას, ხოლო ზოგიერთისთვის ეს მაჩვენებელი შეიძლება 400-საც აღწევდეს.
კვლევების შედეგად დადგინდა, რომ პომადაში ინგრედიენტების საშუალო რაოდენობა არის 33, კანის ლოსიონებში – 32, ტუშში – 29 და ხელის დამატენიებელში – 11.
ამ ნაერთების უმრავლობის გამოყენების შორეული ეფექტები არ არის შესწავლილი, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ისინი წარმოადგენდნენ გარკვეულ საფრთხეს ჯანმრთელობისათვის. გარდა ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ 25 წლის ასაკის ქალების მესამედი რეგულარულად მოიხმარს კოსმეტიკას, რომელიც განკუთვნილია 40 წელს ზემოთ მოხმარებისათვის და საზიანოა ახალგაზრდა კანისათვის.
როგორც ექსპერტი შარლოტ სმიტი (Charlotte Smith) აღნიშნავს, თავის მოვლა უბრალო დაბანიდან გადაიზარდა დამატენიანებელი და ტონალური საცხების, თვალის ჩრდილების, პომადის, ტუშის და მრავალი სხვა პროდუქტის გამოყენებამდე. ამავე დროს, “საუცხოო მოვლისათვის” გამოყენებული საშუალებები შეიცავს უამრავ ინგრედიენტს, რომელთა ხანგრძლივმა მოხმარებამ შეიძლება არასასურველი ეფექტები გამოიწვიოს.
http://medportal.ru
მასალა აღებულია საიტიდან WWW. MEDPORTAL.GE
http://ami-tass.ru
Viewed 1323 times by 616 viewers


