აუდიტორია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აუდიტორია – audience 1.ადამიანთა სოციალური ერთობა, რომელიც გაერთიანებულია კომუნიკატორთან (ინდივიდი ან ჯგუფი, რომელიც ფლობს ინფორმაციას და აწვდის მას ერთობას) ურთიერთქმედების მეშვეობით. (სოც. და მარკ.კვლ.) 2. (ინტ). ზოგადი აღნიშვნა იმ მომხმარებლებისა, რომელ – თათვისაც განკუთვნილია მოცემული საიტი, პორტალი, კომპლექსი ან ინტერნეტის სხვა რესურსი.აუდიტორიის სპეციფიკაზე დამოკიდებულია რესურსის წარმოდგენის სტილი, აუდიტორიის მოცულობა კი ინტერნეტ – პროექტის წარმატების მნიშვნელოვანი საზომია. ამდენად, სისტემის პროექტირებისას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პოტენციური აუდიტორიის შესწავლას და მისი ფორმირების ღონისძიებებს. ”ქართული ფარმაცევტულისაიტის” აუდიტორიაა, როგორც სამედიცინო წრეები, ასევე მოსახლეობა და უცხოური სამედიცინო სტრუქტურები. აუდიტორიის შესწავლა ხდება ყოველდღიურად, სპეციალური მრიცხველების საშუალებით. (იხ.).

გაფრთხილება!

ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.
სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა