აპერის სინდრომი

აპერის სინდრომი – (E. Apert, ფრანგი პედიატრი) მემკვიდრეობითი ანომალიების სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ხასიათდება ქალას სახის ძვლების დეფორმაციით სინდაქტილიითა და ძვლოვანი სისტემის სხვა დეფექტებით. აპერის სინდრომის დროს ბავშვს აქვს დამახსაიათებელი სახე: კოშკისებური თავი, თვალის ნაპრალის ირიბი განლაგება, ეგზოფთალმი, კაუჭისებრი ცხვირი, სინდაქტილია, პოლიდაქტილია; აღინიშნება ასევე ძვლოვანი სისტემის სხვა დეფექტებიც: ხერხემლის განვითარების მანკები, იდაყვის სახსარში მოძრაობის გაძნელება, კბილები ამოდის დაგვიანებით, ზოგჯერ 4 წლის ასაკში, შესაძლოა აღინიშნებოდეს გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა, მხედველობის ნერვის ატროფია, შინაგანი ორგანოები პათოლოგიის გარეშეა.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.