არშემდგარი აბორტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

არშემდგარი აბორტი – ხასიათდება საშვილოსნოს ღრუში მკვდარი სანაყოფო კვერცხის შეჩერებით, რომელიც დროთა განმავლობაში იჟღინთება სისხლით. არშემდგარი აბორტის მიზეზები ჯერ კიდევ დადგენილი არ არის (შესაძლებელია ყვითელი სხეულის ჰორმონის მომატებული შემცველობა, ოქსიტოცინის შემცირებული გამოყოფა ჰიპოფიზის მიერ და სხვ.). სიმპტომები, მიმდინარეობა. საშვილოსნო ზომებში აღარ მატულობს, პერიოდულად აღინიშნება საშოდან სისხლიანი გამონადენი და შეტევითი ტკივილები. ორსულობის ბიოლოგიური და იმუნოლოგიური რეაქციები უარყოფითია. ულტრაბგერითი გამოკვლევისას საშვილოსნოში ვერ ხერხდება სანაყოფო კვერცხის გამოვლინება. მკურნალობა ითვალისწინებს სანაყოფო კვერცხის ხელოვნურად გამოდევნებას. ნაყოფის ნაწილობრივი გამოდევნების შემდეგ ატარებენ საშვილოსნოს გამოფხეკას. საშვილოსნოს ცუდი შეკუმშვისა და სისხლის შედედების სისტემის დარღვევის გამო შესაძლებელია განვითარდეს ჰიპოტონიური სისხლდენა, შერწყმული კოაგულოპათიასთან. ამ გართულებების პროფილაქტიკისა და თერაპიის მიზნით ტარდება შესაბამისი მკურნალობა.

გაფრთხილება!