განსაზღვრება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

განსაზღვრება – (ანუ დეფინიცია) ლოგიკური ხერხი, რომლის საშუალებითაც ვახერხებთ განვასხვაოთ, გამოვძებნოთ, ავაგოთ რაიმე ობიექტი, ჩამოვაყალიბოთ მეცნიერებაში ახლად შემოტანილი ან დავაზუსტოთ უკვე არსებული ტერმინის მნიშვნელობა. განსაზღვრების სახეთა მრავალგვარობა განპირობებულია იმით, რომ თუ რას განსაზღვრავთ, განსაზღვრების ამოცანებით, ლოგიკური სტრუქტურით და ა. შ. რეალური განსაზღვრების საშუალებით საგნები გამოიყოფიან სპეციფიკური მახასიათებლებით – (თვისებებით და მიმართებებით). ხშირად განსაზღვრება გვევლინება გვარითა და სპეციფიკური ნიშნით (მაგ. ,,ჟანგბადი არის ელემენტი (გვარი), რომლის ატომური წონა უდრის 16 (სახეობითი განსხვავება, სპეციფიკური ნიშანი)”. ნომინალური განსაზღვრების საშუალებით მეცნიერებაში შემოდის ახალი ტერმინები, როგორც უფრო რთული გამოთქმების შემოკლებანი, განიმარტება ახლად შემოტანილი ან უკვე დანერგილი ტერმინის მნიშვნელობა და ა. შ. სემანტიკურ განსაზღვრებაში განსასაზღვრი არის ენის ერთგვარი გამოხატულება, გამოთქმა, ხოლო განმსაზღვრელი – გარკვეული საგანი (მაგ. ,,სიტყვა ,,ხუთკუთხედი” ნიშნავს მრავალკუთხედს, რომელსაც ხუთი გვერდი აქვს”), რის შედეგადაც აკრძალულია განსასაზღვრის და განმსაზღვრელის უშუალო ურთიერთშეცვლა. ასეთი ურთიერთშეცვლა ხორციელდება სინტაქსურ განსაზღვრებათა მიმართ, სადაც განსასაზღვრი ერთდროულად არის ობიექტებიც და სანიშნო გამოსახულებებიც. გენეტიკურ განსაზღვრებაში განსასაზღვრი საგანი გამოიყოფა მისი შექმნის, წარმოშობის აგების წესის ჩვენების საშუალებით (მაგ. ,,წრეხაზი არის დახშული მრუდი, რომელიც წარმოქმნილია სიბრტყეზე წრფის მონაკვეთის ბრუნვით უძრავი წერტილის გარშემო”). განსაზღვრებები ექვემდებარება განსასაზღვრისა და განმსაზღვრელის თანადობის, მოჯადოებული წრის აკრძალვისა და სხვ. ცნობილ წესებს.  (წყარო: ფილოსოფიური ლექსიკონი, ი. ტ. ფროლოვის რედაქციით, 1982 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა