ვიტამინ K უკმარისობა

ვიტამინ K უკმარისობა – მოზრდილებში საკმაოდ იშვიათია; განპირობებულია ნაწლავში ნაღვლის გადასვლის შეწყვეტით, რომელიც აუცილებელია ფილოქინონების შეწოვისათვის (სანაღვლე გზების ობტურაციისა და ზეწოლისას), ასევე ნაწლავის ქრონიკული დაავადებებით, რომელსაც თან ახლავს შეწოვის უკმარისობის სინდრომი.

აღინიშნება აგრეთვე დიკუმარინის დოზის გადაჭარბების დროს. ვიტამინი K ორგანიზმში აღწევს საკვებთან და ნაწილობრივ წარმოიქმნება ნაწლავის მიკროფლორით. კლინიკური სურათი: ჰემორაგიული სინდრომი (ცხვირიდან, ღრძილებიდან, კუჭ – ნაწლავიდან სისხლდენა, ასევე კანქვეშა და კანშიგა სისხლჩაქცევები).

დიაგნოზი ზუსტდება კლინიკური დაკვირვებების საფუძველზე, ასევე ლაბორატორიული ბიოქიმიური გამოკვლევებით. მკურნალობა ტარდება სტაციონარში ვიტამინი K – ს პრეპარატებით, პროთრომბინისა და კოაგულოგრამის კონტროლით.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

..