მასტიტი

ამ გვერდიდან შეგიძლიათ  გამოიწეროთ  მასტიტის საწინააღმდეგო საშუალებები  ,,ამაზონიდან”. იხ. ამავე ფერის ტექსტები
მასტიტი – სარძევე ჯირკვლის ანთება, გამოწვეული ბაქტერიული ინფექციით. შემთხვევათა 95% -ში მასტიტის გამომწვევი ოქროსფერი სტაფილოკოკია. განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ მასტიტს. სარძევე ჯირკვლის მდგომარეობის მიხედვით, არსებობს ლაქტაციური (მშობიარობის შემდგომი) მასტიტი და არალაქტაციური მასტიტი. მასტიტი შესაძლოა განვითარდეს ასევე ლაქტოსტაზის – რძის შეგუბების ფონზე.

უმეტეს შემთხვევაში მასტიტი გვხვდება ქალებში მშობიარობის შემდგომ პერიოდში (90%), განსაკუთრებით კი პირველად მშობიარეებში. გვხვდება ასევე ახალშობილთა მასტიტი, რომელიც ვითარდება ახალშობილებში, როგორც გოგონებში, ასევე ბიჭუნებშიც, პირველი 2-3 კვირის ასაკში, სარძევე ჯირკვლების ფიზიოლოგიური შესიების ფონზე.  ახალშობილთა მასტიტი საკმაოდ იშვიათია და ზოგჯერ  შეცდომით მიაკუთვნებენ ახალშობილთა მასტოპათიას, მსგავსი კლინიკური ნიშნების გამო. თუმცა ეს უკანასკნელი გამოწვეულია ჰორმონული ცვლილებებით და დაკავშირებული არ არის ინფექციასთან.



♦ ქვემოთ გთავაზობთ პორტალზე www.medgeo.net – განთავსებულ პოსტებს მასტიტის შესახებ

  1. მშობიარობის შემდგომი (ლაქტაციური) მასტიტი
  2. ლაქტაციური მასტიტი
  3. ლაქტაციური მასტიტი lactational [puerperal] mastitis
  4. მასტიტი mastitis
  5. ქრონიკული მასტიტი
  6. ქრონიკული მასტიტი (chronic mastitis)
  7. მწვავე არალაქტაციური მასტიტი
  8. ლპობითი მასტიტი
  9. ჩირქოვანი მასტიტი (suppurative mastitis)
  10. ახალშობილთა მასტიტი 
  11. ახალშობილთა მასტიტი mastitis neonatorum

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


 

Share this...Share on Facebook
Facebook