ქრონიკული მასტიტი

ქრონიკული მასტიტი

ქრონიკული მასტიტიქრონიკული მასტიტი (chronic mastitis) – ხშირად წარმოადგენს ტუბერკულოზური დაზიანების შედეგს. ვითარდება დაავადების ჰემატოგენური დისემინირების შედეგად.

სარძევე ჯირკვლის ქსოვილში წარმოიქმნება ინფილტრატები, რომლებიც ხშირად თავისთავად იხსნებიან ფისტულების წარმოქმნით; ახასიათებს ტორპიდული მიმდინარეობა. აუცილებელია დიფერეციალური დიაგნოზის გატარება აქტინომიკოზთან და კიბოსთან.

პროგნოზი დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე.


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

 

..