ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
კოლხიცინური მიტოზი – (mitosis colchicina C – მიტოზი; ანუ K – მიტოზი ბერძნ.mitos – ძაფი) უჯრედის გაყოფა, რომელიც შეჩერებულია მეტაფაზის სტადიაზე კოლხიცინისა და სხვა ალკალოიდების ზემოქმედებით. ეს ნივთიერებები შლის აქრომატული თითისტარას ძაფებს და ამით გამორიცხავს ქრომოსომების გადაადგილებას პოლუსებისაკენ. K – მიტოზი იწვევს უჯრედების პოლიპლოიდიზაციას ენდორეპროდუქციის მსგავსად. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა