კოლხიცინური მიტოზი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კოლხიცინური მიტოზი – (mitosis colchicina C – მიტოზი; ანუ K – მიტოზი ბერძნ.mitos – ძაფი) უჯრედის გაყოფა, რომელიც შეჩერებულია მეტაფაზის სტადიაზე კოლხიცინისა და სხვა ალკალოიდების ზემოქმედებით. ეს ნივთიერებები შლის აქრომატული თითისტარას ძაფებს და ამით გამორიცხავს ქრომოსომების გადაადგილებას პოლუსებისაკენ. K – მიტოზი იწვევს უჯრედების პოლიპლოიდიზაციას ენდორეპროდუქციის მსგავსად. (ც.