კოღოსმიერი ენცეფალიტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კოღოსმიერი ენცეფალიტები – (ბერძ. Enkephalos თავის ტვინი +  – itis) ინფექციური დაავადებები, რომელთა გამომწვევები არიან არბოვირუსები და ხასიათდებიან მაღალი ტემპერატურით, ცნობიერების და ფსიქიკური მოქმედების მოშლილობით, კრუნჩხვებით, პარეზებით, დამბლებით. კოღოსმიერი ენცეფალიტებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იაპონურ ენცეფალიტს, რომელიც წარმოადგენს სერიოზულ სამედიცინო პრობლემას აზიის ქვეყნებისათვის; სხვა ფორმებს შედარებით ნაკლები ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა აქვთ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა