მშობიარობის შემდგომი პერიოდი (ნორმალური)

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ორსულობის შემდგომი პერიოდისათვის postpartum საჭირო ნივთები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან” >>>  იხილეთ ასევე  ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები.

მშობიარობის შემდგომი პერიოდი (ნორმალური) – გრძელდება 6 – 8 კვირის განმავლობაში. ადგილობრივი ცვლილებები გამოიხატება საშვილოსნოს მხრივ (ინვოლუცია). საშვილოსნოს ინვოლუციის მაჩვენებლებია მისი ფსკერის მდებარეობა: პირველი დღეების ბოლოს – ჭიპის დონეზე, მე – 5 დღეზე – ჭიპსა და უბეს შორის, მე – 10 დღის ბოლოს – უბის ქვევით. საშვილოსნოს შიგნითა პირი იხურება მე – 10 დღის ბოლოს, გარეთა – მე – 3 კვირაზე. უშუალოდ მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოს შიგნითა ზედაპირი წარმოადგენს ფართო ჭრილობით ზედაპირს უხვი სეკრეტით (სისხლით). ამ ზედაპირის ეპითელიზაცია მიმდინარეობს თანდათანობით: მე – 10 დღეზე ეპითელიზდება საშვილოსნოს შიგნითა ზედაპირი, გარდა პლაცენტარული ფართისა, ხოლო მე – 3 კვირის ბოლოს ხდება საშვილოსნოს შიგნითა ზედაპირის მთლიანი ეპითელიზაცია. შესაბამისად იცვლება მშობიარობის შემდგომი გამონადენის ხასიათიც.


♥ ბიუსჰალტერები მეძუძური დედებისათვის ,,ამაზონზე”
♦♦ დედის რძის გამოსაწველი ელექტრო აპარატები ,,ამაზონზე” >>
♦♦ დედის რძის გამოსაწველი მექანიკური  აპარატები ,,ამაზონზე” >>
♦♦ დედის რძის შესანახი პაკეტები>>
♦♦ დედის რძის შესანახი ბოთლები>>
♦♦ მშობიარობის შემდგომი ბანდაჟები ,,ამაზონზე” postpartum belly wrap >>>


მშობიარობის შემდეგ პირველი 5 დღის განმავლობაში ლოქიები ჩვეულებრივ სისხლიანია; მე – 6 – დან 10 დღემდე  – უხვი მოყავისფეროა; მე – 11 – დან მე – 15 დღემდე ზომიერად მოყვითალოა; მე – 16 – დან მე – 20 დღემდე – მცირე რადენობისაა და მოთეთროა. მესამე კვირიდან ლოქიები ღებულობენ ლორწოვან ხასიათს ლაქტოგენური ჰორმონის გავლენით; მშობიარობიდან მე – 3 – 4 დღეზე იწყება რძის გამომუშავება (ხსენი, გარდამავალი რძე, მწიფე რძე).




მშობიარობის შემდეგ მშობიარე საკმაოდ დაღლილია და საჭიროებს დასვენებას. ტემპერატურა ნორმალურია, შეიძლება აღინიშნოს მისი ერთჯერადი მომატება მე – 3 – 4 დღეზე, რაც უკავშირდება მიკრობების შეღწევას საშვილოსნოში, ან სარძევე ჯირკვლების გამაგრების გამო. პულსი ხშირად ნორმალურია, იშვიათად აღინიშნება ბრადიკარდია, არტერიული წნევა რამდენადმე დაქვეითებულია. საჭიროა მშობიარეზე ყოველდღიური დაკვირვება. იზომება პულსი, არტერიული წნევა; სინჯავენ სარძევე ჯირკვლებს, ყურადღება ექცევა საშვილოსნოს ინვოლუციას, ლოქიების ხასიათს, ასევე დეფეკაციასა და მოშარდვას.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ მშობიარობის შემდგომი პერიოდი >>


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი