ტრაქეისა და ბრონქების უცხო სხეულები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტრაქეისა და ბრონქების უცხო სხეულები – შეიძლება იყოს ნებისმიერი მცირე ზომის საგანი: მზესუმზირისა და საზამთროს თესლები, ღილები, ქინძისთავები, ლურსმნები, ჭიკარტები და სხვ. ხშირია ბავშვებში; ხვდება პირის ღრუდან ღრმად ჩასუნთქვის დროს. არაიშვიათად შესაძლებელია მოხვდნენ ქვედა სასუნთქ გზებში კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან. ხელის შემწყობი ფაქტორებია სიცილი, ხველა, ძილი, გულის წასვლა, დათრობა, ხველის რეფლექსის შესუსტება. სიმპტომები, მიმდინარეობა დამოკიდებლია უცხო სხეულის თვისებებზე, მის ფორმაზე, სიდიდეზე, ადგილმდებარეობაზე, ასევე ავადმყოფის ასაკზე და მის ინდივიდუალურ თვისებებზე. ასპირაციის დროს დგება ყიის რეფექტორული სპაზმი, წარმოიქმნება მოხრჩობის შეგრძნება, კანის საფარველის მკვეთრი ციანოზით და არაიშვიათად გონების დაკარგვით. ხუთვა შედარებით სწრაფად გაივლის და წარმოიქმნება ძლიერი  ხველა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა