ფერგიუსონ – სმითის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფერგიუსონ – სმითის სინდრომი – თავისით განკურნებადი სპინოცელულარული კიბო. ჩნდება თითქოსდა ჯანმრთელ კანზე, კერები მრავლობითია, ჰგავს დაწყლულებულ ეპითელიომას, ძნელად გასარჩევია ჰისტოლოგიურად კერატოაკანტოზისაგან. ძირითადი განმასხვავებელია კლინიკურად სწრაფი განვითარება და თვითდანაწიბურება. ლოკალიზაცია  –  – კანის ღია ადგილები. მიმდინარეობა ქრონიკული. ახასიათებს რეციდივები, ვარაუდობენ დაავადების ინფექციურ ხასიათს. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა