ქრონიკული ტონზილიტი (ნუშურა ჯირკვლების ქრონიკული ანთება)

ქრონიკული ტონზილიტი (ნუშურა ჯირკვლების ქრონიკული ანთება) – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.)  მოზრდილების და ბავშვების ხშირი დაავადება. ვითარდება განმეორებითი ანგინების ან ბავშვთა მწვავე ინფექციების შედეგად.

სიმპტომები

უსიამოვნო შეგრძნებები, ყელის ტკივილი, რომელიც გადაეცემა ყურებში, ზოგჯერ პირიდან სუნი.

საღამოობით ხშირად აღინიშნება ხანგრძლივი სუბფებრილური ტემპერატურა, საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, შრომისუნარიანობის დაქვეითება.

ავადმყოფთა უმეტესობას ანამნეზში აღენიშნებათ ხშირი ანგინები. არც თუ იშვიათია გართულებები გულის, სახსრების, თირკმლების მხრიდან. გასინჯვით ნუშურა ჯირკვლები ხშირად გადიდებულია, ლაკუნებში აღინიშნება ჩირქოვანი ან ხაჭოსებრი საცობები. ზოგჯერ ყბისქვეშა ლინფური კვანძები გადიდებული და მტკივნეულია.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

..

 

Share this...Share on Facebook
Facebook