ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ჰისტოგენეზური რეკაპიტულაცია – (recapitulatio histogenetica) ემბრიონული ჰისტოგენეზის პროცესში ფილოჰისტოგენეზის ძირითადი ნიშნების რეკაპიტულაცია. არჩევენ ჰისტოგენეზურ რეკაპიტულაციის შემდეგ ტიპებს: 1. ორგანოს მიერ ონტოგენეზში წინაპართა შესაბამისი ორგანოს ქსოვილოვანი შემადგენლობის გამეორებას; 2. ჰისტოგენეზის პროცესში ამა თუ იმ ქსოვილის თავისებურებათა ან ფილოჰისტოგენეზის ეტაპების განმეორებას; 3. უჯრედის დიფერენცირების დროს ფილოჰისტოგენეზში ამ ტიპის უჯრედთა განვითარების ეტაპების გამეორებას. ა.მ.კნორეს (1911) მიხედვით, ჰისტოგენეზი რეკაპიტულაციის გარეშე არ არსებობს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)