ფისტა

ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი” N5, იანვარი, 2010 წ.

ფისტას სარგებლობა

♦♦♦  ჩვენ გირჩევთ – ფისტის თესლი გამოიწერეთ  ამაზონიდან (ამერიკიდან).  დააკლიკეთ აქ >>> ან ქვემოთ ბანერს 
♦♦♦  თუკი არა იცით ,,ამაზონიდან” გამოწერა, იხილეთ სტატია “როგორ გამოვიწეროთ ამაზონიდან” >>> 

ცნობილია, რომ კაკალი სასარგებლო პროდუქტია. ყველა კაკალში ვიტამინებისა და მიკროელმენტების უნიკალური ბალანსია დაცული. კაკლის ნებისმიერი სახეობა ვიტამინებსა და საკვებ ნივთიერებებს ინარჩუნებს ყოველგვარი დანაკარგის გარეშე სეზონზე მეტხანს.

ფილადელფიის კვების ინსტიტუტის ექსპერტთა აზრით, კაკლებს შორის ფისტა გამოირჩევა თავისი მაღალკალორიულობით და ადამიანისათვის საჭირო ვიტამინების, მინერალური ნივთიერებებისა და ამინომჟავების მაღალი შემცველობით. სწორედ ამიტომ მას სხვანაირად ,,magic nut” – ,,ჯადოსნურ კაკალსაც“ უწოდებენ.

ფისტა დიდი რაოდენობით შეიცავს ორგანიზმის გამაახალგაზრდავებელ ბუნებრივ ანტიოქსიდანტს – E ვიტამინს და მიკროელემენტებს. ფისტას ენერგეტიკული ღირებულება – 558-დან 664 კკალ/100გრ-მდეა, – მისი ხარისხისა და გავრცელების რეგიონის მიხედვით.

ფისტა არ შეიცავს არანაირ მავნე მინარევსა და დანამატს; მისი გადამუშავების ტექნოლოგია ისეა აგებული, რომ ნაჭუჭის მთლიანობა არ ირღვევა და კაკალი დაცულია ნებისმიერი შემთხვევითი დაბინძურებისაგან. სწორედ ამიტომ, ფისტა შეყვანილია მრავალი სხვადასხვა დიეტური მენიუს შემადგენლობაში. ფისტა, მაღალი კვებითი ღირებულების გამო:

– გამოიყენება დასუსტებული და გამოფიტული ავადმყოფების კვებაში;
– რეკომენდებულია ფიზიკური და გონებრივი გადატვირთვების დროს; მატებს ენერგიასა და ხსნის დაღლილობას.
– სასარგებლოა გულისათვის, ხსნის გახშირებულ გულიცემას, რეგულარული გამოყენებისას მკვეთრად ამცირებს გულის დაავადებების განვითარების რისკს;
– გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას;
– გამოიყენება სიყვითლის დროს;
– ხმარობენ როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას, ღვიძლისა და ნაღვლის კოლიკების დროს;
– გამოიყენება სისხლნაკლებობის დროს;
– სასარგებლოა ხველის დროს; გამოიყენება როგორც ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალება;
– აძლიერებს პოტენციას;
– ასუფთავებს წყლულოვან ადგილებსა და შეუმჩნეველს ხდის ნაწიბურებს;
– ფისტის ზეთი გამოიყენება კანზე ლაქებისა და ჭორფლის მოსაცილებლად.

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ფისტა შეიცავს ეთერზეთებს, რომელიც დიდი დოზით საზიანოა ჯანმრთელობისათვის. ფისტას აგროვებენ ღამით, ვინაიდან მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით ფისტას ფოთლები გამოყოფენ ეთერზეთებს, რომლებიც იწვევენ თავბრუსხვევას. მცირე რაოდენობით ეთერზეთები სასარგებლოა ტონუსის შენარჩუნებისათვის. ფისტას კარგი განწყობის კაკალსაც უწოდებენ, თუმცა მისი დღიური ნორმა არ უნდა აჭარბებდეს 10-15 ცალს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა და თავრუსხვევა.

აღებულია http://www.ukonprom.com/ru/0001/

იხ. სხვა სტატიები ფისტას შესახებ:

1. ფისტაშკა, ფისტა, ფსტა
2. ფსტა (Pistacia vera L.) – სამას წლიანი ეკონომიკური ბაზა დავით–გარეჯისათვის
3. ფისტაშკა და კიბო

..
Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..