შარდის შეუკავებლობა

xelaia

რა არ იციან ქალებმა შარდის შეუკავებლობაზე


შარდის შეუკავებლობა საკმაოდ გავრცელებულია ქალებში, რის შედეგადაც ქალებს უამრავი პრობლემა უჩნდებათ და ხშირად მათ დეპრესიაც ემართებათ.
შარდის შეუკავებლობის რამოდენიმე ფორმა არსებობს:
შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა ვლინდება შარდის უნებლიე დაღვრით დახველების, დაცემინების, სიცილის, ფიზიკური დატვირთვის, სირბილის, ხტუნვის, სიარულის, სქესობრივი ცხოვრების დროს.
შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის ორი პიკი არსებობს. პირველი პიკი მოდის მშობიარობის შემდგომ პერიოდზე. მშობიარობის დროს ხდება იოგების დაზიანება, კუნთების მოდუნება რის შედეგათ ვითარდება შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა. სამწუხაროდ ახალგაზრდა დედები ამას არ აქცევენ სათანადო ყურადღებას, ბავშვზე გადააქვთ მთელი დრო, თან ჰგონიათ, რომ ეს დროებითია და გაუვლით. თუმცა დროთა განმავლობაში დაავადება პროგრესირებს. ერთადერთი რამაც ეს პროცეში შეიძლება შეაჩეროს, არის ელექტრომიოსტიმულაცია – კუნთების ვარჯიშები სპეციალური აპარატის გამოყენებით. მშობიარობის შემდგომ უახლოეს პერიოდში ელექტრომიოსტიმულაცია ყველას უნდა ჩაუტარდეს, ვინაიდან აღდგენილ იქნას შორისის კუნთების ფუნქცია.

ალეკო ხელაია

მეორე პიკი მოდის ქალის საშუალო ასაკზე და თან ერთვის მენსტრუალური ციკლის გაქრობის დროს ორგანიზმში მიდინარე ჰორმონალურ ცვლილებებს. ამ დროს ხდება იმ იოგების და კუნთების მოდუნება, რომლებიც განაპირობებენ შარდის შეკავებას. დღეს საქართველოში უკვე შესაძლებელია მინიმალურად ტრავმული ოპერაციების წარმოება, რომელთა მეშვეობით ხდება აღნიშნული იოგების ჩანაცვლება. ოპერაციის ხანგრძლივობა არ აღემატება 30 წუთს, ქალი ეწერება კლინიკიდან მეორე დღესვე და რაც მთავარია ამგვარი ოპერაციების ეფექტურობა აღემატება 90%.
გარდა ამისა, არსებობს შარდის შეუკავებლობის მეორე ფორმა, რომელიც განპირობებულია ჰიპერაქტიული შარდის Bბუშტით, და იწვევს მოშარდვის ბრძანებით სურვილს. მარტივად რომ ვთქვათ, ქალი ხშირად ვერ ასწრებს საპირფარეშომდე. მსგავსი სიტუაცია შეიძლება განმეორდეს დღეღამის ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით. ამ დაავადების მკურნალობა ძალზედ ეფექტურია სპეციალური მედიკემენტების მეშვეობით.
ამრიგად, შარდის შეუკავებლობა, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე ქალის ყველაზე ხშირ და მძიმე პრობლემას ხშირად იწვევს ნევროზს და დეპრესიას. უკვე არსებული შარდის შეუკავებლობა სავსებით განკურნებადია, ხოლო მის ასაცილებლად ახალგაზრდა ასაკში მშობიარობის შემდგომ უნდა იქნას მიღებული დროული ღონისძიებები.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: თბილისი, M 300 არაგველი, წინანდლის ქ. 9, უროლოგიის ეროვნული ცენტრი, IV სართული, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ქალთა უროლოგი ალეკო ხელაია.
საკონტაქტო ტელეფონი 8 55 30 50 51, 69 91 96

ალეკო ხელაია