სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

გადასვლა საწყის გვერდზე >>>

ბავშვის კალენდარითქვენი ჩვილი თანდათანობით ეგუება გარე სამყაროს. თქვენც ასევე თანდათანობით ეჩვევით ოჯახის ახალ წევრს, სწავლობთ მის ხასიათს. შესაძლოა იგი არ ურთიერთობს თქვენთან, მაგრამ მთელი იმ დროის განმავლობაში როცა მას არ სძინავს, ის ხედავს, მას ესმის, სწავლობს. მას უკვე შეუძლია გამოხატოს არა მხოლოდ დისკომფორტი, არამედ კმაყოფილებაც, ხოლო მეორე თვის ბოლოს ის უკვე სრულიად შეგნებულად გიღიმით.


ამ პერიოდში თქვენი ბავშვის მხედველობა და სმენა იწყებს კოორდინირებას. ბავშვი უკვე ტრიალდება ხმაურზე და იწყებს თვალებით ძებნას. თვის ბოლოს ის უკვე თვალს აყოლებს საგნებს, თავდაპირველად მარჯვნივ და მარცხნივ, შემდეგ კი – ზემოთ და ქვემოთ.
ამ თვის დასაწყისში ბავშვს სახეზე შესაძლოა გაუჩნდეს წითელი ფერის გამონაყარი, რაც უკავშირდება სისხლში დედის ჰორმონების გაქრობას. ეს გამონაყარი გაივლის 4-6 კვირაში. შესაძლოა აქვე შეამჩნიოთ ქერცლები თავზე. ეს ჩვეულებრივ ბავშვს არ აწუხებს, არც მტკივნეულია და არც ქავილს იწვევს; თქვენი პედიატრი დაგარიგებთ, თუ როგორ მოიქცეთ.
თვის ბოლოს კვება და ძილი მეტ-ნაკლებად დარეგულირებულია, თუმცა დროდადრო შესაძლებელია ამ გრაფიკიდან გადახრაც. როგორც კი ბავშვის წონა 5 კგ-ს გადააჭარბებს და გადალახავს კოლიკებს, მას უკვე შეუძლია გადაბმულად 7 საათი იძინოს. ბავშვი ყოვლთვის დააწვინეთ ზურზე.
თვის ბოლოს ბავშვი უკვე თავს სწევს მუცელზე წოლისას. აქტიური ბავშვები ცოცვით მოძრაობებსაც კი იწყებენ.
ბავშვის მოძრაობა ნაკლებად მკვეთრია, იგრძნობა კონტროლი საკუთარ სხეულზე. მართალია ხელებისა და ფეხების მოძრაობა ჯერ კიდევ მიზანმიუმართავია, მაგრამ ეს მთლად ასეც არაა. ასე ბავშვი თავის კუნთებს ავარჯიშებს.

ამ ასაკის ბავშვის ფიზიკური განვითარება
იჭერს თავს რამდენიმე წამის განმავლობაში;
მჯდომარე მდგომარეობაში თავს სწორად იჭერს, თუმცა ჯერ კიდევ არამყარად;
კუნთთა ტონუსი თანდათანობით უმჯობესდება;
ათვალიერებს გარემოს;
აქვს კოორდინირებული გამოხედვა, როცა ათვალიერებს საგანს;
შეუძლია თვალის გააყოლოს მოძრავ საგანს;
შეუძლია სწვდეს საგანს.

ამ ასაკის ბავშვის სოციალური განვითარება
წოვის დროს წყნარდება;
შეუძლია აყვეს ხმოვან ბგერებს;
მშვიდდება, როცა მას ხელში იყვანენ ან როცა ხედავს ან ესმის ადამიანის;
მეტხან ფხიზლობს, თუკი მას ეთამაშებიან;

ამ ასაკის ბავშვის ინტელექტუალური განვითარება
კარგად ასხვავებს ხმებს, ადამიანებს, საგნებს, აქვს გემოს შეგრძნება;
შეუძლია ,,აღუს“ წარმოთქმა.

<<წინა გვერდი

მომდევნო გვერდი>>
 

 

Viewed 6843 times by 4158 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka