ბავშვი 3 თვის ასაკში

ბავშვი 3 თვის ასაკში

გარემო და მემკვიდრეობით მიღებული ტემპერამენტი თანდათანობით აყალიბებს თქვენი ჩვილის პიროვნებას. თქვენ უკეთ გესმით მისი, თუ როდის შია, როდისაა მოწყენილი, ან თუ რაიმე აწუხებს. ამ პერიოდში სენსორული სტიმულაცია ძალზე მნიშვნელოვანია თქვენი ბავშვისათვის. მას სურს, რომ ელაპარაკოთ, ეთამაშოთ, აჩვენოთ ახალი საგნები. მოსწონს, როცა მასთან ურთიერთობთ და საშინლად უკმაყოფილოა, თუკი დიდი ხნით დატოვებთ მარტო. მომდევნო თვეში თქვენი ბავშვი დაიწყებს ,,საუბარს“. გარკვეულ ხმების ან მუსიკის გაგონებაზე ბავშვი წყნარდება და შეიძლება კიდეც აჰყვეს ღუღუნით.

აქამდე ბავშვს ხელები მუდმივად მუჭად ჰქონდა შეკრული. 3 თვიდან ხელები უფრო მოშვებული, ზოგჯერ კი გაშლილი აქვს. მას მოსწონს თავისი ხელების თვალიერება, თითების მოძრაობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი ხელები მხედველობის ველიდან ქრებიან და შემდეგ კვლავ ჩნდებიან.

კომბინეზონები გოგონებისთვის ,,ამაზონზე” – snowsuit for baby girls – >>>>

კომბინეზონები ბიჭუნებისთვის ,,ამაზონზე” – snowsuit for baby boys –  >>>>

უფროსის დახმარებით ბავშვს შეუძლია ნახევრად მჯდომარე მდგომარეობის მიღება. ზურგზე წოლისას მხრებს სწევს და როცა აყენებთ, მცირე ხნით შეუძლია თავის დაჭერა.
ამიერიდან ყველაფერი, რასაც შესაძლოა მისწვდეს თქვენი პატარა (ძვირფასი საგნები, სარეცხი საშუალებები, მცენარეები და სხვ.) უნდა აალაგოთ. საგანი, რასაც ბავშვი ხელს მოჰკიდებს, უნდა იყოს არამტვრევადი და არატოქსიკური. ყურადღებით იყავით –  არ იპოვოს წვრილი საგნები და პირში არ ჩაიდოს.

♥ ბავშვის ჭურჭელი ,,ამაზონზე”  – baby feeding set >>>>>
♥ მატყუარა საწოვარა ბისფენოლ A -ს გარეშე – baby pacifiers BPA Free >>>>>
♥ Dr. Brown’s Original Bottle Newborn Feeding Set – დოქტორ ბრაუნის ბოთლების კომპლექტი ბავშვის კვებისათვის ,,ამაზონზე” >>>>

თვის ბოლოს ბავშვს უკვე 10 საათი სძინავს ღამით, თუმცა ზოგჯერ შეიძლება გაიღვიძოს. თუკი თქვენი ბავშვის ყოველ გაფაჩუნებაზე არ წამოხტებით, ის მალევე გადაეჩვევა ღამით გაღვიძებას.

თუკი ბავშვი ცუდად იძინებს, შესაძლოა დღისით არ გაასეირნეთ საკმარისად. გაღვიძების შემდეგ არ დატოვოთ ბავშვი დიდხანს საწოლში. პრობლემები შესაძლოა მაშინაც წარმოიქმნას, როცა ბავშვი ზედმეტად აღიგზნება, განსაკუთრებით ძილის წინ. დაძინებამდე ჩაატარეთ პატარა რიტული – ცოტაოდენი აჭამეთ, გამოუცვალეთ, უმღერეთ.

3 თვის  ბავშვის ფიზიკური განვითარება

 – მუცელზე წოლისას შეუძლია იდაყვებზე აწევა და აწეული მხრებისა და თავის გაჩერება 10 წამის განმავლობაში;
– ბავშვის სახე უფრო მეტყველი ხდება;
– ხელში აყვანისას ჭიმავს თავის სხეულს;
– ხელები ჩვეულებრივ გაშლილი აქვს, ტაცების რელექსი ქრება;
– იკვლევს საკუთარ სახეს, თვალებს, პირს, ხელების დახმარებით.

3 თვის  ბავშვის სოციალური განვითარება

 – სცნობს და ერთმანეთისაგან ასხვავებს ოჯახის წევრებს;
– უფრო მეტად იღიმება;
– ნაკლებად ტირის;
– ყვება ხმებს და ღუღუნებს;
– რეაგირებს მშობლების დანახვაზე და ცდილობს მიიპყროს ყურადღება.

3 თვის  ბავშვის ინტელექტუალური განვითარება

 – იწყებს მეხსიერების დემონსტრირებას, – ელოდება მოსალოდნელ მოქმედებას;
– ვიზუალურად ეძებს ხმის წყაროს, თავისა და კისრის მოტრიალებით;
– სწავლობს საკუთარი თითების მოძრაობას;
– ასხვავებს ლაპარაკს სხვა ხმებისაგან.

 აღებულია – http://www.kid.ru/

► როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ? გამოწერის წესები იხილეთ აქ >>> 
► როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ? იხილეთ აქ >>> 
►„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები >>>

 

________________________________________

გადასვლა >>>  ,,ბავშვი”

..