მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

გადასვლა საიტის – ,,დიეტები” – მთავარ გვერდზე

დიეტაჩვენებები:
- საშუალო და მსუბუქი ხარისხის შაქრიანი დიაბეტი.
ზოგადი დახასიათება:
- ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლებისა და ცხოველური ცხიმების ზომიერი შეზღუდვა, შაქრისა და ტკბილეულის გამორიცხვით.
ქიმიური შემადგენლობა და ენერგოღირებულება (დღიური რაციონი):
- ცილები – 90 – 100 გრამი
- ცხიმები – 75 – 80 გრამი (30% მცენარეული)
- ნახშირწყლები – 300 – 350 გრამი (პოლისაქარიდები)
- ენერგოღირებულება – 2300 – 2500 კკალ.
რეკომენდებული პროდუქტები და კერძები:
ჭვავის, ხორბლის პური;
ნებისმიერი ბოსტნეულის სუპები, ნაკლებცხიმიანი ხორცისა და თევზის ბულიონები;
ნაკლებცხიმიანი ხორცეული, თევზეული;
რძე, რძემჟავა პროდუქტები, ნაკლებცხიმიანი ხაჭო და ყველი;
ბურღულეული – წიწიბურა, ჭვავის, ხორბლის; პარკოსნები, კარტოფილი და ბოსტნეული.
ახალი ხილი და კენკრა, მომჟავი-ტკბილი.
იკრძალება შემდეგი პროდუქტები და კერძები:
ერბოზელილი ცომით მომზადებული ნაწარმი;
კონცენტრირებული და ცხიმიანი ბულიონები;
ძეხვი, მარილიანი თევზი, მარილიანი ყველი, ტკბილი ხაჭო;
ბრინჯი, მანის ბურღული, მაკარონი;
მწნილეული;
ყურძენი, ქიშმიში, შაქარი, მურაბა, კამფეტი, ტკბილი წვენები, ლიმონათი;
ხორცისა და კულინარიული ცხიმები.

აღებულია diet-diet.ru/ves/dieta-89.htm

Viewed 1090 times by 740 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka

baneri