ღამის ენურეზი

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ბავშვის ტანსაცმელი და აქსესუარები ,,ამაზონზე”


ღამის ენურეზი

ნინო ლალიანი

ღამის ენურეზი (შარდის შეუკავებლობა) – როგორ დავეხმაროთ პატარას?

რა არის ენურეზი? ღამის ენურეზი ანუ ღამით შარდის შეუკავებლობა საკმაოდ მნიშვნელოვანი, მაგრამ კეთილთვისებიანი და ასაკდამოკიდებული პრობლემაა. დამნაშავე ამ ამბავში მცირე ზომის შარდის ბუშტია, რომელიც ვერ იტევს მთელი ღამის განმავლობაში დაგროვილ შარდს, ამასთან ამ პრობლემის მქონე პატარებს ძალიან ღრმად ძინავთ და სავსე შარდის ბუშტი არ აღვიძებთ. როგორც წესი პრობლემა ოჯახურია, აუცილებლად მოიძიებთ ნათესავებს, რომელთაც ბავშვობაში ეს პრობლემა აწუხებდათ. ღამის ენურეზზე ვსაუბრობთ მაშინ, თუ ბავშვი უკვე 6 წლისაა და პრობლემა მაინც გრძელდება.

რამდენად გავრცელებულია ეს პრობლემა?

ენურეზის სიხშირე 6 წლის ასაკში შეადგენს დაახლოებით 15-20%-ს, 10 წლისათვის 10%-ს,
15 წლისათვის 1%-ზე ნაკლებს, ხოლო 18 წლისათვის პრაქტიკულად აღარ გვხვდება; დაახლოებით 2-ჯერ უფრო ხშირად აღენიშნებათ ბიჭებს, ვიდრე გოგონებს.

როგორ დავეხმაროთ პატარას?

• შეუზღუდეთ სითხე დაძინებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე.
• ვახშამი ეცადეთ ჩვეულებრივზე ოდნავ მარილიანი იყოს.
• დაძინებამდე ზედიზედ რამოდენიმეჯერ მოაშარდინეთ.
• ღამით გააღვიძეთ და მოაშარდინეთ.
• შეიძინეთ “მაღვიძარა-ქამარი”, რომელიც პატარას გამოღვიძებაში დაეხმარება.
• არ ჩააცვათ პამპერსი (უფრო მშვიდად იქნება და არ ეცდება გაიღვიძოს).
• დაასაჩუქრეთ და შეაქეთ პატარა ყოველი “მშრალი” ღამის შემდეგ
• არ დასაჯოთ პატარა “სველი” ღამის შემდეგ, მას თქვენი მხარდაჭერა და სიყვარული ჭირდება.
• გახსოვდეთ მედიკამენტური მკურნალობა ეფექტურია შემთხვევათა მხოლოდ 25%-ში და რადგან უფრო დიდი შანსი არსებობს იმისა, რომ საკმაოდ სერიოზული ქიმიური პრეპარატი მას არ უშველის ნუ იჩქარებთ მის გამოყენებას.
• სთხოვეთ თქვენს ბავშვთა ნევროლოგს გამოგიწეროთ ერთჯერადი მოხმარების ცხვირის სპრეი, რომელსაც მხოლოდ მაშინ გამოიყენებთ, როდესაც ბავშვი ექსკურსიაზე წავა ან მეგობრებთან დარჩება, ხალხმრავალ ადგილებში “მშრალი” ღამის შემდეგ ის უფრო მეტად თავდაჯერებული გახდება.

როდის მივმართოთ ექიმს და რომელ სპეციალისტს?

• თუ შარდვისას აღენიშნება წვა ან ტკივილი (ბავშვთა უროლოგს)
• თუ შარდის ნაკადი წყვეტილია (ბავშვთა უროლოგს)
• შარდის შეუკავებლობა დაიწყო დღისითაც (ბავშვთა ნევროლოგს)
• ენურეზი დაეწყო 6 თვიანი “მშრალი” პერიოდის შემდეგ (ბავშვთა ნევროლოგს)
• პატარა 6 წლის გახდა და პრობლემა გრძელდება (ბავშვთა ნევროლოგს)
• 3 თვე შეასრულეთ ეს რეკომენდაციები და შედეგი არ არის (ბავშვთა ნევროლოგს)
• გაგიჩნდათ სხვა დამატებითი შეკითხვები (ბავშვთა ნევროლოგს)

“ღამის ენურეზი”  ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიაში >>>