სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

გადასვლა საიტის – ,,ბავშვი” – საწყის გვერდზე

10003391რასაკვირველია თითოეული ბავშვი თავისებურად ვითარდება, თუმცა არსებობს ეტაპები, რომელსაც ყველა ბავშვი გაივლის.
ამ ასაკში თითქმის ყველა ბავშვი დაცოცავს, ბევრს დგომაც შეუძლია რაიმე საყრდენთან. ზოგიერთები ,,მოგზაურობენ“ ავეჯის გასწვრივ, ზოგჯერ დამოუკიდებლადაც დგამენ ერთ-ორ ნაბიჯს. ბავშვების მცირე ნაწილი სიარულსაც იწყებს. ამ ასაკში ბავშვი ძალიან კარგად ჯდება, ტრიალდება, იხრება, იცვლის მდებარეობას. თუკი ის განსაკუთრებით რისკიანია, შეიძლება მაღალ საგნებზეც აცოცდეს.


ბავშვს იმდენად უხარია ახალი ჩვევების დაუფლება, მაგალითად დგომა, რომ შეიძლება ღამითაც კი გაიღვიძოს და საწოლში წამოდგეს. ძალიან აქტიური ბავშვები ღამით მხოლოდ 11 საათს იძინებენ და ერთ საათს დღისით.
ამ ასაკის ბავშვების საყვარელი თამაშია პლედის ქვეშ დამალვა და ლოდინი სანამ თქვენ მას არ იპოვით და თუ ეს არ მოხდა, პატარა გეძახით, რომ იპოვოთ. ზოგ ბავშვს უყვარს ხელებით სახის დაფარვა და ჰგონია, რომ რადგან ის თქვენ ვერ გხედავთ, თვითონაც არა სჩანს – ასეთია მისი ლოგიკა.
ბავშვს მოსწონს სურათების დათვალიერება და თქვენი კითხვის მოსმენა, მიუხედევად იმისა, რომ ბევრი რამ არ ესმის. მას შესანიშნავად ესმის ,,არა“ -ს მნიშვნელობა და მისი გამეორებაც შეუძლია.
თუკი თქვენი სახლში საკმარისად უსაფრთხოა ბავშვისათვის, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, დაე ბავშვმა იცოცოს სადაც უნდა, შეისწავლოს გარემო და დაიკმაყოფილოს ცნობისმოყვარეობა. თუმცა ბავშვზე მუდმივი თვალყური აუცილებლია.

ამ ასაკის ბავშვის ფიზიკური განვითარება
შეუძლია დგომა რაიმე საყრდენთან;
შეუძლია სიარული, რამე საყრდენზე ხელის მოკიდებით;
შეუძლია აცოცება და ჩამოსვლა დივანიდან;
ფეხზე მდგარს შეუძლია მჯდომარე მდგომარეობაში გადასვლა;
მუსიკის ხმის გაგონებაზე იწყებს ცეკვას – ტრიალებს, ქანაობს, შეიძლება ხმითაც აყვეს;
შეუძლია ორი პატარა საგნის დაჭერა ერთი ხელით;

ამ ასაკის ბავშვის სოციალური განვითარება
უყვარს წყალთან თამაში;
საკუთარ თავს აცნობიერებს როგორც პიროვნებას და ამასვე ითხოვს უფროსებისაგან;
ითხოვს ყურადღებას და მასთან თამაშს;
ეშინია უცხო ადგილების.

ამ ასაკის ბავშვის ინტელექტუალური განვითარება
მოსწონს სხვათა მოქმედებების გამეორება;
ესმის და ასრულებს ზოგიერთ თხოვნებს, ხსნის ყუთებს და იკვლევს მათ შიგთავსს;
უყვარს საგნების ერთიმეორეზე დალაგება.

….

<<წინა გვერდი
მომდევნო გვერდი>>
….
….

Viewed 9473 times by 4377 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka