ბავშვის ფიზიკური განვითარება
ამ ასაკის ბავშვი უკვე დგამს თავის პირველ ნაბიჯებს და იწყებს სიარულს. თავდაპირველად მისი მოძრაობები მოუხერხებელია, დროთა განმავლობაში კი იგი უკეთ ინარჩუნებს წობასწორობას და მისი მოძრაობები უფრო კოოორდინირებული ხდება. გადაადგილების თავისუფლებასთან ერთად, მატულობს გარემომცველი სამყაროს შეცნობის სურვილიც. თქვენ თვალის დახამხამებასაც ვერ ასწრებთ, რომ მას უკვე ხელში აქვს თქვენს მიერ მადგიდაზე უყურადღებოდ დატოვებული ტელევიზორის პულტი, გასაღები ან სხვა რამ. ამიტომ ბავშვს ამ ასაკში, მუდმივად სჭირდება თვალყურის დევნება. თუკი ბავშვი ჯერ კიდევ დამოუკიდებლად ვერ დადის, ნუ ინერვიულებთ, ბავშვების უმრავლესობა სიარულს იწყებენ 12 – 15 თვის ასაკში, ზოგიერთები კი 16 თვისა და უფრო მოგვიანებითაც.
ამ ასაკის ბავშვის სოციალური განვითარება
თქვენს პატარას განსაკუთრებით ახარებს დამოუკიდებლობა, თუმცა თან ეშინია. მას მოსწონს და შეუძლია მარტო თამაში, თუმცა რამდენიმე წუთში უკვე თქვენსკენ გამორბის, რათა დარწმუნდეს, რომ თქვენ ისევ აქ ხართ. გარკვეულ პერიოდში ბავშვი განსაკუთრებით მიჯაჭვული ხდება თქვენზე. და ძალიან განიცდის, როცა მას მარტო ტოვებთ.
ამ ასაკის ბავშვის ინტელექტუალური განვითარება
13 თვის ბავშვი უკვე წარმოთქვამს თავის პირველ სიტყვებს, თუმცა ისიც სავსებით ნორმალურია, თუკი ბავშვი 18 თვის ასაკში იწყებს ლაპარაკს. პატარას შეუძლია წარმოთქვას ,,დედა“, ,,მამა“, ასევე სხვადასხვა ცხოველების, საჭმელების და სხვ. სახელები. სიცოცხლის მეორე წლის დასაწყისში ბავშვების უმრავლესობას გააჩნია აქტიური სიტყვების მცირე მარაგი. მომდევნო თვეებში, რასაკვირველია ის კიდევ მრავალ ახალ სიტყვას ისწავლის.
….
<<წინა გვერდი მომდევნო გვერდი>> ….…
Viewed 18705 times by 7821 viewers


