მაკრატელი

,,ქირურგიული ინსტრუმენტები”

ბასრად ალესილი, ქსოვილთა გასაკვეთი ქირურგიული ინსტრუმენტი. შედგება ორი დეტალისაგან, რომლის პირებიც ერთმანეთის მიმართულებით მოძრაობისას კვეთავენ ქსოვილებს. აღნიშნული მოძრაობის ხასიათიდან გამომდინარე განასხვავებენ (სურ. 1.3):

– სახსრიან  მაკრატლებს (მკვეთავი მოქმედება – პირების გაყოლებაზე);

– გილიოტინისებური მაკრატელი (მკვეთავი მოქმედება – ზედა და ქვედა პირების ერთმანეთზე დადება). სახსრიანი (ჩვეულებრივი) მაკრატელი გამოიყენება, როგორც  ქსოვილთა ბასრი (A) და ბლაგვი (B) პრეპარირების, ასევე ქირურგიული მასალის  (კერძოდ,   ქირურგიული ძაფის, შესახვევი მასალის, ნახვევების) გაჭრის  მიზნითაც (C).  (სურ. 1.4).

2

გილიოტინისებური მაკრატელი გამოიყენება მკვრივი ქსოვილების (ძვლების, ხრტილების და სხვა)  მოსაკვეთად.

მაკრატლის პირების მჭიდროდ შეერთება  უმეტესად ხდება ხრახნით.

არსებობს მახვილ და ბლაგვწვერიანი, სწორი და მაგიდის სიბრტყის მიმართ ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად მოხრილი  მაკრატლები.

მაკრატლის ხმარების წესი:  მაკრატელი უნდა დავიკაოთ მარჯვენა ხელის  I  და  IV თითებით (სურ. 1.5), საჩვენებელი თითი უნდა  იმყოფებოდეს ხრახნის მახლობლად, ხოლო შუა (მესამე) თითი – რგოლსა და პირს შორის.  ზემოაღნიშნული წესი საშუალებას იძლევა მაკრატელი ხელში მჭიდროდ და მყარად გვეჭიროს.

აღსანიშნავია, რომ მაკრატელი  არ გამოიყენება კანზე განაკვეთის გასაკეთებლად.

  1. ბლაგვწვერიანიმაკრატელი
  2. მოხრლი მაკრატელი
  3. მახვილწვერიანი მაკრატელი
  4. რბილი ნახვევის მოსახსნელი მაკრატელი
  5. თვალის (მიკროქირურგიული) მაკრატელი
  6. ნეკნის მაკრატელი

….

<<<წინა გვერდი
მომდევნო გვერდი>>>
Share this...Share on Facebook
Facebook