ბავშვი 1 წლისა და 6 თვის ასაკში

წლის და ექვსი თვის ბავშვი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

დოქტორ ბრაუნის ბოთლების კომპლექტი ბავშვის კვებისათვის
ბავშვის ჯანმრთელობის მოვლის საშუალებები
ბავშვის სათამაშოები
ბავშვის ჭურჭელი
ბავშვის კანის მოვლის საშუალებები 
ბავშვის ტანსაცმელი
ბავშვის ფეხსაცმელი


ფიზიკური განვითარება

ამ პერიოდში, ბავშვი რამდენიმე თვეა, დადის და ფეხზე გაცილებით უკეთ დგას.
უკვე ნაკლებად ეცემა, კარგად ბრუნდება გვერდით, უკეთ უკავია სათამაშოები და სიარულის დროს თამაშობს კიდეც; ადვილად ინარჩუნებს წონასწორობას.
ამ ასაკის ბავშვებს ძალიან უყვართ აძრომა კიბეზე, სხვადასხვა ავეჯსა თუ ნივთზე, ყველაფერზე, რაზეც მიეცემათ ამის საშუალება.
ბავშვს ამ სიამოვნებას ნუ მოაკლებთ.
ამით იგი გადის ძალზე საჭირო პრაქტიკას და იძენს აუცილებელ ჩვევებს.
ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს ყოველივე თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ და უსაფრთხო პირობებში უნდა ხდებოდეს.
თანადათან, ბავშვი იძენს სხვა, შედარებით რთულ მოტორულ ჩვევებსაც, როგორიცაა: ხტუნვა და სირბილი.
ამ პროცესში მას ემატება როგორც ფიზიკური ძალა, ისე თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლობაც. 


წლინახევრის ბავშვები გამოირჩევიან საოცარი ენერგულობითა და განუწყვეტელი მოძრაობის სურვილით, რაც ბუნებრივი და აუცილებელი პროცესია.
ამით გამოიმუშავებენ არა მარტო აუცილებელ მოტორულ ჩვევებს, არამედ მოძრაობის კოორდინაციასაც იუმჯობესებენ.
ამ ასაკში მას უკვე შეუძლია კოშკის აშენება 3–4 კუბიკით, ბურთის გადაგდება, თოკზე  გამობმული სათამაშოს ტარება, სათამაშოს, ასევე სხვა ნივთის დადება და აღება, წიგნის გვერდების გადაფურცვლა, კარის სახელურის მოქაჩვა და კარის გაღება, სუფრის ნივთების გამოყენება (ოღონდ არა ისე მოხერხებულად, როგორც თქვენ გინდათ), წყლის დამოუკიდებლად დალევა და ხატვაც კი.
ამავე დროს, ბავშვი ბუნებრივად სწავლობს თამაშის ახალ პრინციპებს და ძველ სათამაშოებს ახლებურად იყენებს.
თუ დაკვირვებიხართ, ჩვეულებრივი კუბიკი შესაძლოა ,,გადააქციოს”  გემად ან თვითმფრინავად, თოკზე გამობმული სათამაშო – საბავშვო ეტლად, პლასტილინი – ფუნთუშად და ა.შ.
ყურადღება მიაქციეთ, როგორ განახორციელებს თქვენი პატარა თავის წარმოსახვას და ამავე დროს, უკვე გამომუშავებული მოტორული ჩვევები როგორ უწყობს ხელს – თამაშს შემოქმედებითად მიუდგეს.
რამდენჯერ გითხოვიათ პატარასთვის – ცოტა ხნით მაინც დაეთმო თქვენთვის ყურადღება ან თავისი სათამაშო? თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სიტყვა ,,დათმობა”  წლინახევრის ბავშვისთვის არ არსებობს.
მას ღრმად სჯერა, რომ სწორედ იგი წარმოადგენს მთელი სამყაროს ცენტრს და მხოლოდ მისთვის არის განკუთვნილი ყველა სათამაშო (მათ შორის – სხვისი სათამაშოებიც) და ყველა გარშემო მყოფი ადამიანის ყურადღება.
სინამდვილეში, განვითარების ამ ეტაპზე ბავშვს მკვეთრად გამოკვეთილი ეგოცენტრული ხედვა ახასიათებს.
იგი 100 პროცენტით დარწმუნებულია, რომ ყველა მასავით ფიქრობს და გრძნობს. სანამ თქვენი პატარა არ ისწავლის სხვისი განცდებისა და ინტერესების გათვალისწინებას, იგი ყოველთვის უხეში იქნება სხვა ბავშვების მიმართ, თუ მათში კონკურენტი შენიშნა.
თუ დაინახა, რომ სხვა ბავშვი იღებს მის სათამაშოს, არ მოერიდება, უხეშად წაართვას ან ხელითაც კი უბიძგოს ,,მოწინააღმდეგეს”.
თუ ცდილობთ, რომ თქვენი შვილი, თამაშის გამო, სხვა ბავშვებთან ჩხუბს გადააჩვიოთ, სასურველ შედეგს არ უნდა ელოდეთ: წლინახევრის ბავშვისთვის არსებობს ერთადერთი პრინციპი – ,,რაც ჩემია, ჩემია”!
მის მიერ სხვათა სათამაშოების მითვისება და საკუთარი სათამაშოს კბილებით დაცვა სხვა არაფერია, თუ არა საუკეთესო საშუალება – დაამტკიცოს საკუთარი დამოუკიდებლობა, გაარკვიოს საკუთარი შესაძლებლობის საზღვრები და ისწავლოს საკუთარი ინტერესების დაცვა.

ინტელექტუალური განვითარება

სწორედ წლინახევრის ასაკში იწყებს ბავშვი ისეთი ცნობილი კითხვის ხშირად დასმას, როგორიცაა: `ეს რა არის?
აბსოლუტურად ყველაფერზე, რაც მისი მხედველობის არეში მოხვდება,  ამ კითხვას სვამს.
სურვილი, გაიგონ გარშემო მყოფ ადამიანთა ან სხვადასხვა ნივთის  სახელი, მკვეთრად აუმჯობესებს 18–20 თვის ბავშვების ლექსიკურ მარაგს.

განვითარების ამ ფაზაში, ისინი დღის მანძილზე რამდენიმე ახალ სიტყვას სწავლობენ (შეიძლება გაგაგიჟოთ კიდეც, დღის მანძილზე იმდენ და ისეთ უცნაურ რამეს ამბობს ბავშვი).
ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ პროცესში ბავშვი მშობლიურ ენას ახალი სიტყვების ხშირად გამეორებით სწავლობს.
მას ძალიან მოსწონს მარტივი სიმღერები, რომლის სიტყვებიც, ასე თუ ისე, ადვილად აღსაქმელია; მოსწონს საინტერესო და სახალისო სიტყვებზე აგებული თამაშები.
ცდილობს, ხშირად გაიმეოროს ახალი სიტყვები დაძინების წინ, ან სეირნობისას; ასე რომ, არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენი პატარა რაღაც სიტყვებს, გარკვეულ ფრაზას ამოიჩემებს და წამდაუწუმ იმეორებს.
ბავშვები ქვეცნობიერად, მაგრამ ნათლად გრძნობენ სიტყვების ძალას; ეს ეხმარება, მიიღონ ის, რაც სურთ ან სჭირდებათ.


1 წლისა და 6 თვის ბავშვილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

👶 1 წლისა და 6 თვის ბავშვი
🪜ამ ასაკის ბავშვებს ძალიან უყვართ აძრომა კიბეზე, სხვადასხვა ავეჯსა თუ ნივთზე, ყველაფერზე, რაზეც მიეცემათ ამის საშუალება. ამით იგი გადის ძალზე საჭირო პრაქტიკას და იძენს აუცილებელ ჩვევებს.
❕ ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს ყოველივე თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ და უსაფრთხო პირობებში უნდა ხდებოდეს.
💪 თანადათან, ბავშვი იძენს სხვა, შედარებით რთულ მოტორულ ჩვევებსაც, როგორიცაა: ხტუნვა და სირბილი. ამ პროცესში მას ემატება როგორც ფიზიკური ძალა, ისე თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლობაც.
🔋წლინახევრის ბავშვები გამოირჩევიან საოცარი ენერგულობითა და განუწყვეტელი მოძრაობის სურვილით, რაც ბუნებრივი და აუცილებელი პროცესია. ამით გამოიმუშავებენ არა მარტო აუცილებელ მოტორულ ჩვევებს, არამედ მოძრაობის კოორდინაციასაც იუმჯობესებენ.
🤔 წლინახევრის ასაკში იწყებს ბავშვი ისეთი ცნობილი კითხვის ხშირად დასმას, როგორიცაა – ეს რა არის?
📚 სურვილი, გაიგონ გარშემო მყოფ ადამიანთა ან სხვადასხვა ნივთის სახელი, მკვეთრად აუმჯობესებს 18–20 თვის ბავშვების ლექსიკურ მარაგს.
🎶 მას ძალიან მოსწონს მარტივი სიმღერები, რომლის სიტყვებიც, ასე თუ ისე, ადვილად აღსაქმელია; მოსწონს საინტერესო და სახალისო სიტყვებზე აგებული თამაშები.
👉 შეიტყვეთ მეტი ბავშვის განვითარების შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3EgbERi
#ბავშვი #ბავშვისაღზრდა #ბავშვისმოვლა #ბავშვი18თვისასაკში #18თვისბავშვი #წლინახევრისბავშვი #ბავშვისგანვითარება #ბავშვისფიზიკურიგანვითარება #ბავშვისინტელექტუალურიგანვითარება #როგორვითარდებაბავშვი #ბავშვისთამაში #ბავშვებისთამაშო #ბავშვისკვება #ბავშვისჭურჭელი #ბავშვისძილი #ნივთებიბავშვისთვის #კიბეზეასვლა #კბილებისამოჭრა #კბილებისგახეხვა #ხატვა #ტანსაცმისგახდა #ბავშვისტანსაცმელი #ბავშვისფეხსაცმელი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

აღებულია საიტიდან – http://best-nyanya.ru/periody14.htm 


! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
♦  ამაზონი ფასდაკლებებით
ბავშვი /რა სჭირდება ახალშობილს? /რა უნდა დავახვედროთ ბავშვს სამშობიაროდან გამოყვანისას? /რა ნივთები უნდა წაიღოთ სამშობიაროში
♦ როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.