ბავშვი 1 წლისა და 10 თვის ასაკში

ბავშვი 1 წლისა და 10 თვის ასაკში

ბავშვი რაც უფრო ვითარდება ფიზიკურად, მით მეტად უჩნდება ბუნებრივი მოთხოვნილება – თავად გაიხადოს წინდები, ფეხსაცმელი, მაისური, ტრუსები. მას ძალიან ახარებს საკუთარ თავში ახალი უნარის აღმოჩენა – გაიხადოს დამოუკიდებლად (დამოუკიდებლად ჩაცმას მოგვიანებით სწავლობს). თქვენ ალბათ ძალისხმევა გჭირდებათ–ხოლმე, რომ აცქმუტებულ, მოუსვენარ პატარას ჩააცვათ ტანსაცმელი და შემდეგ არ მისცეთ მისი გახდის საშუალება. ვთქვათ, მას აცმევთ წინდებს, ის კი მაშინვე იხდის. ან კიდევ, ზამთრის ცივ დღეს აცმევთ და ახურავთ თბილად, ის კი ქუდის გარეშე სიარულს ამჯობინებს. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პატარასთვის მთელი ეს ჩაცმა–გახდის პროცესი მხოლოდ და მხოლოდ გასართობი თამაშია.

ეს ყოველივე დამოუკიდებლობისა და სიტუაციაზე კონტროლის დამყარებისთვის ბრძოლის განუყოფელი ნაწილია. ბუნებრივია, თქვენ ფიქრობთ, რომ, სულ ცოტა, არასასიამოვნო პროცესია, როდესაც ბავშვი ჯიუტობს და გამუდმებით იხდის, განსაკუთრებით – საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. სად არის გამოსავალი? უპირველესად, უნდა აღიაროთ, რომ თქვენს შვილს ფიზიკური დამოუკიდებლობის დიდი მოთხოვნილება აქვს. ჩაცმის შესახებ თქვენს ბრძოლას ცოტა ხნით მარტივად შეხედეთ: აუცილებელია, ბავშვს ქუდი ეხუროს, თუ გარეთ 17 გრადუსი სითბოა? უკიდურეს შემთხვევაში, შვილს ისეთი შესაკრავებით გაწყობილი ტანსაცმელი მაინც ჩააცვით, რომლის გახდა მას გაუჭირდება.

შესაძლოა, ცოტა ხნის წინ თქვენი პატარა აპროტესტებდა, ვთქვათ, მისთვის მომზადებული საჭმელების ერთ თეფშზე დაწყობას, ან – იმას, რომ ლურჯის ნაცვლად, წითელი ფერის სასმეველათი ასმევდით რძეს. ახლა კი, ე.წ. რიტუალურ მოთხონათა სია დღითიდღე იზრდება. ალბათ, გაკვირვებთ მისი ჭირვეულობა იმის გამო, რომ კატეგორიულად ითხოვს: 1) ყოველ დილით მანის ფაფას ერთსა და იმავე თეფშზე უსხამდნენ, 2) მის საყვარელ, რბილ სათამაშოს საპატიო ადგილი მიუჩინონ სასადილო მაგიდაზე; 3) ყოველ საღამოს ერთსა და იმავე წიგნს უკითხავდნენ; ყოველ დრეს ერთსა და იმავე სვიტერს აცმევდნენ, ამინდის მიუხედავად. ამ წესებიდან მცირე გადახვევასაც კი, გამორიცხული არაა, მისი გააფთრებული პროტესტი მოჰყვეს.

ეს ყოველივე მშობლებისთვის აუხსნელი დარჩება, თუ არ გაითვალისწინეს, რომ ამ, ერთი შეხედვით, მარტივი რიტუალების ჩატარება ბავშვს სიტუაციის წინასწარ დაგეგმვისა და მისი გაკონტროლების შეგრძნებას ანიჭებს. თუნდაც გულუბრყვილოდ ჩანდეს, მაგრამ შვილს ნუ ეტყვით უარს, დადეთ მისი სათამაშო იქ, სადაც ის ითხოვს და ძილის წინ წაუკითხეთ ერთი და იგივე ზღაპარი; ბავშვი ასე უფრო იმედიანად და კომფორტულად იგრძნობს თავს, რადგან დარწმუნებული იქნება, რომ მისთვის უცხო და გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდება.

ბავშვის ინტელექტუალური განვითარება 1 წლისა და 10 თვის ასაკში

წლისა და 10 თვის ასაკშიც ისევე, როგორც მანამდე, ბავშვი ხშირად გამეორებით სწავლობს ახალ სიტყვებს; ამ გზით ეცნობა ახალ მოვლენებს და მთლიანად – გარე სამყაროს. ამიტომ გასაკვირი არაა, თუ იგი დაჟინებით ითხოვს, მოასმენინონ ერთი და იგივე მუსიკა, წაუკითხონ მისთვის ისედაც კარგად ნაცნობი წიგნი და აჩვენონ უკვე რამდენჯერმე ნანახი ფილმი. სწორედ ასე იმდიდრებენ ისინი სიტყვათა მარაგს და იუმჯობესებენ როგორც დამახსოვრების, ისე გარემოს აღქმის ხარისხს.

გარკვეული დროის შემდეგ, პატარებს დიდ სიხარულს ანიჭებთ საყვარელი სიმღერის, ზღაპრისა თუ ფილმის  ტექსტში ყოველი მომდევნო ფრაზის ,,გამოცნობა”. ამით შეგიძლიათ ისარგებლოთ და პატარას გაუღვივოთ ინტერესი ახალი სიტყვებისა თუ მისთვის ჯერ კიდევ უცნობი საგნების მიმართ. შეგიძლიათ, ასწავლოთ ახალი სიტყვები და განავითაროთ მისი წარმოსახვის უნარი (მაგალითად, სასურველია ასეთი ფრაზის გამოყენება: `… და ამის შემდეგ, ლეკვი გაიზარდა დიდი, უფრო დიდი ვიდრე – კომბოსტო~ და სხვა). სეირნობის დროს კი შეგიძლიათ, წინა დღეს დაწყებული თემა განავრცოთ (,,ჩვენს ბაღში, რა თქმა უნდა, ლეკვი არ იზრდება, სამაგიეროდ აქ ხარობს ბევრი ხენდრო და მოცხარი, არ გაინტერესებს? წამოდი, ვნახოთ, როგორია ისინი?”). როდესაც თქვენს პატარასთან საუბრისას მისთვის გასაგებ ენაზე  მოგყავთ ცხოვრებისეული მაგალითები,  მას გაცილებით უადვილდება მშობლიური ენისა და გარე სამყაროს შესწავლა.

აღებულია საიტიდან – http://best-nyanya.ru/periody14.htm 

________________________________________

გადასვლა >>>  ,,ბავშვი”

..