მკურნალობა უცხოეთში


ბავშვი 1 წლისა და 11 თვის ასაკში

რამდენიმე თვეა, თქვენი შვილი დამოუკიდებლად დადის, დარბის, სხვადასხვა ნივთზე აძრომასაც ახერხებს, მაგრამ უცებ ის ფეხებში სისუსტეს გრძნობს და ხელში აყვანას ითხოვს. მაშ, რა ხდება? თქვენი ბუთხუზას სიარული ან სირბილი კი არ დავიწყებია; უბრალოდ, იმ ეტაპს მიაღწია, როდესაც დამოუკიდებლობა და მოძრაობა მისთვის სიახლეს აღარ წარმოადგენს. ჯერ ერთი, სიარული თითქოს უკვე მის მოვალეობად ითვლება და მოცემულ მომენტში, ქვეცნობიერად, მასზე დაკისრებულ პირველ მოვალეობას აპროტესტებს. მეორეც, შესაძლოა, ბავშვს მაინცდამაინც არც მოსწონდეს ახლახან აღმოჩენილი დამოუკიდებლობის განცდა და უჩნდება სურვილი, ვინმემ მხარი დაუჭიროს, თავი უფრო დაცულად იგრძნოს.

შეუძლია, დამოუკიდებლად მივიდეს საწოლთან და დაწვეს დასაძინებლად, მაგრამ ის დაჟინებით ითხოვს, თქვენ მიიყვანოთ. სად არის გამოსავალი ამ სიტუაციაში? ეცადეთ, კომპრომისი მოძებნოთ: ბავშვს დამოუკიდებელი სიარულისთვის მეტი საშუალება და სტიმული მიეცით. რაც შეიძლება, მეტად მოეფერეთ და მასთან უფრო მჭიდრო კონტაქტი დაამყარეთ, რათა ის დარწმუნდეს, რომ თქვენ კვლავ მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხართ. სულ მალე, თქვენი ბუთხუზა კვლავ მოიკრებს საკუთარი თავის რწმენას, დამოუკიდებლობის განცდას და კვლავ დაიწყებს სიარულს.

სხვათა შორის, ბავშვებს არ ახასიათებთ გულგრილობა თავისი თანატოლების მიმართ. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სხვათა მოთხოვნილებები და სურვილები ხშირად მათ ეგოცენტრისტულ ბუნებასთან წინააღმდეგობაში მოდის. საინტერესოა, ამ ასაკის პატარებს შეუძლიათ თუ არა, ჰყავდეთ მეგობრები? შეუძლიათ და არც შეუძლიათ. მათ შესაძლოა, მოსწონთ ერთმანეთთან ურთიერთობა, ერთად თამაში; გარკვეული პრინციპით, თითოეული მათგანი ამა თუ იმ თანატოლთან ურთიერთობას არჩევს და არა – ყველასთან. ეს შერჩევა დამოკიდებულია მათი ინტერესების, ტემპერამენტის, თამაშის სტილის მსგავსებაზე. თუმცა, ნამდვილი მეგობრობა (როგორიც უფროსი ასაკის ადამიანებს გვესმის) მოგვიანებით, დაახლოებით ორი წლის შემდეგ იწყება. ამ დროს ბავშვები გადადიან უკვე ინტერაქტიულ თამაშზე, სადაც არა ორი, არამედ მეტი მათგანია ჩართული. ამ პერიოდში მათი ურთიერთობა თანდათან გადადის მეგობრობაში და ისინი განუყრელი ამხანაგები ხდებიან.

ბავშვის ინტელექტუალური განვითარება 1 წლისა და 11 თვის ასაკში

ამ ასაკის ბავშვების უმრავლესობა უკვე გამართულად ამბობს ორწევრიან წინადადებებს, მაგალითად, როგორიცაა: `წვენს დავლევ~, ან: `სეირნობა მინდა~. ამავე დროს, მათ უკვე იციან ოჯახის წევრებისა თუ ახლობლების, საგნების სახელები, სხეულის ნაწილები; სულ იმეორებენ ოჯახში ან ქუჩაში მოსმენილ სიტყვებსა და ფრაზებს (ასე რომ, მათი თანდასწრებით არაფრით არ თქვათ ისეთი რამ, რომლის  მოსმენასაც არ ისურვებდით თქვენი ბუთხუზას პირიდან!).

ბუნებრივია, პატარა ყოველთვის უშვებს გრამატიკულ შეცდომებს და ფრაზას არასწორად წარმოთქვამს. ალბათ, ისიც შეგიმჩნევიათ, რომ იგი საკუთარ თავზე მესამე პირში ლაპარაკობს (მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ თქვას – `მე მშია~, ამბობს – `გიორგის შია~). მომდევნო წლის განმავლობაში კი, მეტყველება გაცილებით უუმჯობესედება. უკვე შეუძლია გრძელი და რთული წინადადებებით საუბარი; სიტყვებს უფრო ნათლად და ემოციურად წარმოსთქვამს. სამი წლის ბავშვის ლექსიკონი დაახლოებით 300 სიტყვას ითვლის  და რამდენიმე აზრის ერთმანეთთან დაკავშირებაც შეუძლია. ამ ყოველივეს დაუმატეთ ბავშვის უზარმაზარი წარმოსახვის უნარი და შედეგად ნამდვილ მეზღაპრეს მიიღებთ!

აღებულია საიტიდან – http://best-nyanya.ru/periody14.htm

გადასვლა >>>  ,,ბავშვი”

..

Comments are closed.

vaka