სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

,,ბავშვი” 

cute-baby-talking-on-phoneშეხედეთ, თქვენი ბუთხუზა როგორ თამაშობს: ხტის, დაცოცავს, მხიარულად და უზრუნველად დარბის. ძნელი წარმოსადგენია, რომ სულ რაღაც ერთი წლის წინ, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმასაც კი ძლივს ახერხებდა. ორი წლის ასაკში თქვენს შვილს უკვე შეუძლია რამდენიმე კუბიკისგან კოშკის აგება, რომელსაც სიცილ–კისკისით მაშინვე ანგრევს. ამას გარდა, დამოუკიდებლად ხმარობს კოვზსა და ჩანგალს, თავისით სვამს წყალს ფინჯნიდან, შეუპოვარ მცდელობებს არ აკლებს დამოუკიდებლად ჩაცმასა და გახდას. ეს მოძრავი, პატარა ადამიანი უკვე თვალშისაცემ წარმატებებს აღწევს ფიზიკურ განვითარებაში. ყოველი ახალი უნარი შეძენის შემდეგ, ის თავს უფრო დამოუკიდებლად და იმედიანად გრძნობს.

მზად არის თუ არა ამ ასაკის ბავშვი საიმისოდ, რომ კინოში, საბავშვო წარმოდგენაზე, კულტურულ ან სპორტულ ღონისძიებაზე დავასწროთ?  ეს დამოკიდებულია თქვენი პატარას ინდივიდუალურ თვისებებსა და იმაზეც, რა ხასიათის ღონისძიება ტარდება.

შეაფასეთ ხუთბალიან სისტემაში სტომატოლოგიური კლინიკა ,,Anago"-ს ცნობილობის ხარისხი

View Results

Loading ... Loading ...

შეძლებს თუ არა იგი, მშვიდად იჯდეს გარკვეული დროის განმავლობაში, ასევე – რამდენ ხანს გრძელდება ღონისძიება და რამდენად ხმაურიანია იგი (ბევრს აშინებს ხმაურიანი წარმოდგენები). თუ თქვენი შვილი  თვლის, რომ კონცერტის დაწყებიდან 10 წუთის შემდეგ, დროა, სახლში დაბრუნდეთ, თქვენ შეძლებთ, რომ იგი როგორმე დააკავოთ, თუ ადგებით და წამოხვალთ? თუ ბავშვი ხმამაღლა აცხადებს, რომ სპექტაკლში მონაწილე მსახიობები მას ძალიან არ მოსწონს, შეძლებთ, ეს იუმორით მიიღოთ და იმედი გექნებათ, რომ გარშემომყოფნიც იუმორითვე აღიქვამენ ბავშვურ პრეტენზიას? ძნელია, წინასწარ გამოიცნოთ, თქვენი შვილი როგორ მოიქცევა მოცემულ სიტუაციაში. თუმცა, შესაძლებელია, ეს უსიამოვნო მომენტების ალბათობა მინიმუმამდე შეამციროთ, თუნდაც იმით, რომ აირჩიოთ საინტერესო და მისი ასაკის შესაფერისი ღონისძიება (ორი წლის ბავშვები ხომ საოცარი ყურადღებიანობით გამოირჩევიან). ეცადეთ და ადვილად დარწმუნდებით ამაში. ასევე, უნდა შეამოწმოთ, ღონისძიების დაწყებამდე, ბავშვი მშიერი ან დაღლილი ხომ არ არის. მზად იყავით ყველაფრისთვის: შესაძლოა, მან მოინდომოს სახლში წასვლა ცირკის პირველი განყოფილების დამთავრებისთანავე ან, სულაც, მთელი წარმოდგენა დამთავრდეს და მას მაინც არ სურდეს სახლში დაბრუნება.

ბავშვის ინტელექტუალური განვითარება ამ ასაკში

ორი წლის ასაკში ბავშვი დიდ ნახტომს აკეთებს ინტელექტუალური განვითარების თვალსაზრისითაც. მას უკვე შეუძლია ამა თუ იმ საგნისა და მოქმედების წარმოდგენა და გააზრება, ცნებების კლასიფიცირება (იცის, რომ, მაგალითად, ძაღლი და კატა ცხოველები, კუბიკები და თოჯინები სათამაშოებია). ადრინდელ პერიოდთან შედარებით, უკეთ აქვს განვითარებული მეხსიერება და ისეთი აბსტრაქტული ცნებების ცოდნა, როგორებიცაა: ბევრი – ცოტა, ადრე – გვიან, ასეთი – სხვანაირი და ა.შ. მას მდიდარი წარმოდგენაც და გარკვეულწილად, შემოქმედებითი უნარიც აქვს – შეუძლია რამდენიმე რთული წინადადების წარმოთქმა. მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენი მხიარული, აქტიური და ხანდახან ჭირვეული პატარა იზრდება! შეუძლია სამი–ოთხი კუბიკისგან კოშკის აშენება, ბურთის გადაგდება, თოკზე გამობმული საყვარელი სათამაშოს ტარება, ყუთში სხვადასხვა ნივთის ჩადება და ამოღება, წიგნის გვერდების გადაფურცვლა, კარის სახელურის მოქაჩვა და კარის გაღება, კოვზისა და ჩანგლის გამოყენება, სასმეველადან დამოუკიდებლად დალევა და ბავშვური სურათების დახატვაც (ხშირად – კედლებსა და ავეჯზეც კი). თავის ძველ სათამაშოებისგან ახალ, მის მიერვე გამოგონილი თამაშით ერთობა: შეუძლია, ჩვეულებრივი კუბიკი გემად ან თვითმფრინავად, ხოლო თოკზე გამობმული სათამაშო საბავშვო ეტლად გადააქციოს; პლასტელინისგან ფუნთუშები და სხვა ფიგურები დაამზადოს. ყურადღება მიადევნეთ, ბავშვი საით, რაზე მიმართავს თავისი წარმოსახვის უნარს. ამავე დროს, იმასაც დააკვირდით, თუ გამომუშავებული მოტორული ჩვევები როგორ აძლევენ საშუალებას – თამაშს შემოქმედებითად მიუდგეს, როგორ იგონებს ყოველდღე ახალ თამაშს. ამით უკეთ, მოსახერხებელი ფორმით ეცნობა გარესამყაროს.

….

აღებულია – http://www.kid.ru/

Viewed 15297 times by 6442 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka