კოხერის მომჭერი

გადასვლა – ,,ქირურგიული ინსტრუმენტები”

კბილიანი, სწორი ან მოხრილი, 150-200 მმ სიგრძის სისხლდენის შესაჩერებელი ქირურგიული ინსტრუმენტი (იხ. სისხლდენის შესაჩერებელი მომჭერები) (სურ. 1.13). მომჭერის ბრანშები დაკბილულია (ორი ერთის წინააღმდეგ), ხოლო მათი მთელი სამუშაო ზედაპირი დაფარულია ირიბი ნაჭდევებით. პირების შეერთების დროს, ერთი ტუჩის კბილი შედის მეორე ტუჩის კბილებს შორის ღარში, რაც სისხლმდენი ქსოვილის მჭიდროდ დაფიქსირების საშუალებას იძლევა. დანიშნულება:

koxeri

ა) უხეში       ფიბროზული       ქსოვილის სიღრმეში       გადაკვეთილი სისხლძარღვის შეკუმშული ბოლოების დაფიქსირება (ხელიგულის და ფეხისგულის აპონევროზები, სკალპი და სხვ.);

ბ) ფარისებრი ჯირკვლის ზედაპირული სისხლძარღვების ფიქსაცია (ინსტრუმენტის თავდაპირველი დანიშნულება);

გ) გაკვეთილი პერიტონეუმის და ფიბროზული ქსოვილის (ფასცია და აპონევროზი) ფიქსაცია;

დ)  ნეკნების რეზექციის დროს მათი ფიქსაცია;

ე) ოპერაციის დროს, პრეპარირების მიზნით, ქსოვილთა  ფიქსაცია და განცალკევება.

________________________________________
ინსტრუმენტების დისტრიბუტორებს ვთხოვთ მოგვაწოდონ სურათები და დამატებითი ინფორმაცია. საკონტაქტო ელფოსტა: mpifarm@gmail.com
….
<<<წინა გვერდი
მომდევნო გვერდი>>>>
…..