შარდკენჭოვანი დაავადება

თქვენს შეკითხვებს პასუხობს უროლოგი, მედიცინის დოქტორი ალეკო ხელაია

თბილისი, M 300 არაგველი, წინანდლის ქ. 9, უროლოგიის ეროვნული ცენტრი, IV სართული;  საკონტაქტო ტელეფონი 8 55 30 50 51, 69 91 96 ელექტრონული მისამართი: alex_gruzinski@mail.ru მიღების საათები 9 – 16 საათი (სასურველია წინასწარი ჩაწერა ტელეფონით) შაბათ – კვირას შეთანხმებით

კითხვა: ვარ 40 წლის კაცი, დიდი ხანია მაწუხებს შარდკენჭოვანი დაავადება, რამდენიმე წლის წინ მარჯვენა თირკმელზე გამიკეთეს ოპერაცია, ამოიღეს საკმაოდ დიდი ზომის კენჭი. მას შემდეგ როგორც ამავე თირკმელში და ასევე მეორეშიც კვლავ გამიჩდა კენჭები, რის გამოც მრავალჯერადად (ალბათ 10 ჯერ) ჩავიტარე ლიტოტრიფსია. დღესაც კენჭები მაქვს. რისი გაკეთება შეიძლება მათი გაჩენის შესაჩერებლათ?

პასუხი – შარდკენჭოვანი დაავადების ძირითადი გამომწვევი მიზეზი არის ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ორგანიზმში, კერძოდ კალციუმის, ფოსფორის, მაგნიუმისა და სხვა. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში გაძლიერებული არის იგივე კალციუმისა და ოქსალატების შეწოვა ნაწლავებიდან (ამ დარღვევის რამდენიმე სხვადასხვა ტიპი არსებობს), რაც განაპირობებს ამ ნივთიერებების ჭარბ გამოყოფას თირკმლების მიერ და კალციუმოქსალატური კენჭების მრავალჯერადად განმეორებით გაჩენას. თქვენი თირკმლიდან იქნა ამოღებული კენჭი, რომელსაც უნდა ჩაუტარდეს ქიმიური ანალიზი და დადგინდეს მისი შემადგენლობა. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა იქნას შესწავლილი მთელი რიგი (7 – 10 ნივთიერება)  ნივთიერებების რაოდენობა სისხლში და შარდში, რამეთუ ინახოს რომელიმე მათგანის მეტაბოლური ცვლის დარღვევა. მხოლოდ ზუსტი მიზეზის პოვნა და მისი გამოსწორება, რაც უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია, გაგანთავისუფლებს თქვენ კენჭებისაგან. არავითარი ბალახეული და ხალხური წამალი ვერ წყვიტავს ამ პრობლემას, მხოლოდ ის რად ღირს რომ უამრავი სხვადასხვა ტიპის, მიზეზისა და შენების კენჭი არსებობს – კალციუმის, ოქსალატის, ფოსფატის, ურატის, ცისტინის, სტრუვიტის, აპატიტის და სხვა.

…..
გადასვლა საიტზე “უროლოგია”  >>
გადასვლა საიტზე “სექსუალური ცხოვრების კულტურა” >>